ბევრმა არ იცის რომ არსებობს ასეთი რელიგია სახელად “ვუდუ” – ვუდუისტები, ან მცირე ინფორმაცია გააჩნიათ ამ რელიგიასთან დაკავშირებით.

ბევრისთვის “ვუდუ” ასოცირდება სატანიზმთან და ჯადოქრობასთან. თქვენ არ შემცდარხართ, ეს ნამდვილად ასეა…

ვუდუ – ეს არის მონოთეისტური რელიგია (მონოთეიზმი – ერთღმერთიანობა)

ვუდუ, როგორც რელიგია წარმოიშვა კარიბის ზღვის კუნძულებიდან, რომელიც წარმოადგენს  ატლანტის ოკიანის ნაწილს, მექსიკის ყურის სამხრეთით.

ვუდუ – წარმოადგენს აფრიკული სპირიტულ-ამინისტური რელიგიის ტრადიციებს და ევროპული კათოლიციზმის სინთეზს. (ანიმიზმი ეს არის სულისა და სულიერების არსებობის რწმენას. ანუ სული ამოძრავებს სხეულს და ასევე სწამთ, რომ რწმენით უსულო საგანსაც აამოძრავებენ სულის შთანერგვით)

ვუდუს ფესვები მოდის დასავლეთი აფრიკიდან. აფრიკის ბევრ ქვეყანაში ვუდუ ეროვნულ რელიგიას წარმოადგენს. სიტყვა ვოდúნ ფონ-ევეს ენაზე სულს ნიშნავს. ვუდუზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე ცენტრალური აფრიკის ტრადიციებმა. კონგოს მაგია, ჩრდ. ჰაიტიზე ცნობილი როგორც ლემბა (თავდაპირველად გავრცელდა ბაკონგოს ტომში), ისევე გავრცელებულია, როგორც დასავლეთ აფრიკული ელემენტები, თუმცა ინფორმაცია მასზე შედარებით უფრო მწირია.

რიტუალის დროს იყენებენ შინაურ ფრინველებს, როგორიცაა შავი მამალი ან ინდაური, თხის სათესლე ჯირკვლებს და სისხლს. ასევე ხარსაც სწირავენ. ეს სპირიტული რიტუალი საშუალებას აძლევთ დაუკავშირდნენ ნებისმიერი ადამიანის სულს, მოიპოვონ მისი მართვა და შესაბამისი კონტროლი. როგორც ზემოთ ნახსენები იყო ეს არის ანიმისტური რიტუალი, რომელიც საშუალებას აძლევთ უსულო საგანსაც კი “მიაბან” ვინმეს სული. ობიექტად იყენებენ ხელნაკეთ თოჯინას, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ცვილის. ასევე თოჯინას აკეთებენ ბამბისგან. ცდილობენ ცვილის თოჯინა მიამსგავსონ იმ პიროვნებას მეტი რწმენისთვის და თავდაჯერებულობისთვის. სპეციალური შელოცვისა და რიტუალის შემდეგ შეუძლიათ ადამიანს ფიზიკური ზიანი მიაყენონ ვუდუ თოჯინის გამოყენებით. თოჯინის შექმნისას უნდა გამოიყენონ მსხვერპლის თმა, ფრჩხილი ან ტანისამოსი. მაგალითად: თუ შემლოცველს უნდა, რომ ადამიანმა ვერ გაიაროს, ამისათვის იღებენ 2 ცალ ქინძისთავს და უყრიან თოჯინას მუხლში ან კოჭის მიდამოებში.

ნამდვილად მოქმედია ვუდუს თოჯინაზე შელოცვა და მისით ადამიანის მანიპულირება. დიდი ხნის ტრადიცია დახვეწილი და გამოცდილია წლების მიერ. სპეციალური შელოცვის დროს მან უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ თოჯინა არ შემობრუნდეს, რადგან თუ ვუდუს თოჯინა შელოცვისას მლოცველისკენ შებრუნდა, წყევლა მასზე გადადის…

არსებობს ასევე ვუდუს ზომბი და “გრი გრი”.

ვუდუს ზომბი, ეს არის გაცოცხლებული მიცვალებული, რომელსაც აზროვნების უნარი არ გააჩნია და მხოლოდ მისი მბრძანებლის დავალებით მოქმედებს.

“გრი გრი” კი არის ვუდუს თილისმა, რომელიც მფლობელს იცავს ავი სულისგან. “გრი გრი” ეს არის ქისა, სადაც მოთავსებულია თმა, ძვლები, ბალახი, ზეთი და ასევე საფლავის მიწაც. მას თან არავინ არ ატარებს, რადგან ის სახიფათოა.

ვუდუ არის სპირიტული რელიგია. რელიგია, რომელიც თავისი რიტუალით ჯადოქრობასაც ითვალისწინებს რომლის მიმდევრები არიან ჰაიტიზე, ბრაზილიასა და ა.შ.შ.-ში. ასევე გვხვდებიან მთელს მსოფლიოში და მისი მიმდევარი მილიონობით ადამიანია.

ვუდუს რიტუალზე მსუბუქ ვიდეოს შეგიძლიათ გაეცნოთ აქვე (დააჭირეთ აქ)

რელიგია, რომელიც თავისი რიტუალით ჯადოქრობასაცითვალისწინებს.

ვუდუ ასევე გამოიყენება სულის განკურნებისთვის, ახლად ჩასახვისთვის და სხვადასხვა დაავადების მოსაშორებლად. სიტყვა ვუდუ სულს ნიშნავს და ეს სიტყვა სხვადასხვა ადგილებში სხვანაირად იწერება: კრეოლ. Vudou; ინგლ. Voodoo; პორტუგ. Macumba; კუბაზე ამ ტრადიციას ჰქვია La Regla Arara.

და მაინც, ვუდუ არის კეთილი და ბოროტიც. ვუდუს ჯადოქრობის დროს ასევე გამოიყენება შავი კატა, რომელსაც ან წვავენ ან ხარშავენ მდუღარე წყალში. აქედან არის დასკვნა, რომ ეს სპირიტული რელიგია სატანისტურია. ანუ სატანიზმიც ერთ-ერთი რელიგიაა, თავისი რიტუალით, შელოცვით, ცეკვით და ა.შ.

სპეციალურად არ ვწერ ამ პოსტში, თუ რა შეუძლია ვუდუს ადამიანს ავნოს, რადგან ამ პოსტს საკმაოდ ბევრი ადამიანი ცაიკითხავს განსვხვავებული ფანტაზიის მქონეც კი. ამ პოსტით შევეცადე უფრო მეტი გაგეგოთ ამ რელიგიაზე ვისაც მწირი ინფორმაცია ქონდა ან საერთოდ არ გააჩნდა.

ჰაიტური ვუდუ

კეთილი სურვილებით, ნოჩურა

About these ads