“Happy პანაშვიდ”

7 Comments

8 საათზე დედაჩემმა წამომაგდო ლოგინიდან, თან მეჩხუბებოდა სულ როგორ უნდა აგვიანებდე პირველ გაკვეთილზე? ნუთუ არ გრცხვენია. ნამდვილად არ მრცხვენოდა დაგვიანების, პირიქით დაწყებულ გაკვეთილზე მთქნარებით და თვალების ფშვნეტით შევდიოდი. მე-9-ე კლასში ვარ. სკოლა ის ადგილია სადაც ყველაზე მეტად ვერთობოდი. აი ერთ-ერთი დღეც : )

თურმე სირცხვილი იმ დღეს მელოდა, როცა მივედი სკოლაში და თანაკლასელებმა მახარეს ნინოს ბებია გარდაეცვალაო. სიხარულის მიზეზი ნამდვილად გვქონდა, ბოლო 3 გაკვეთილს ვაცდენდით, ჩვენ ხომ პანაშვიდზე ვიყავით წასასვლელები დამტირებელთა ჯგუფი. ვუყიდეთ “ბებოს” იმხელა “ვენოკი” ლამის მკერდამდე გვწვდებოდა. ჯერ საგულდაგულოდ გადავითვალეთ, რომ კოკრის რაოდენობა კენტი ყოფილიყო და არ “შემოეტენა” გამყიდველს ლუწი “ვენოკი” : )

დავიძარით მთელი ჯგრო ბავშვთა გუნდი “ბებოსკენ”, მაგრამ პრობელამ ის იყო, რომ არ ვიცოდით ვინ იქნებოდა ჩვენ შორის ყოჩი. არც ის ვიცოდით თუ რომელი მხრიდან უნდა “დაგვეკრუგა” მიცვალებული. იმ დროს არც მობილური არ იყო, რომ სახლში გადაგვერეკა მშობლისთვის და გვეკითხათ ადათ-წესები. ნუ მოკლედ იმდენი პრობლემა წამოიჭრა, რომ ასე ვარაუდიდ და საქმის გარჩევით მივდიოდით ბებოს სულ გამოცლილი ცხედრის პატივსაცემად.

აი მივადექით სადარბაზოს. ბევრი ყაყანის შემდგეგ ხმების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მე უნდა მეტვირთა ეს რთული მისია ჩემ თავზე. უკვე ისტერიული სიცილს ვყავდით შეპყრობილნი. ვინ ვის ეკიდებოდა მხრებზე ვერ გაარკვევდი. ზოგს უნდოდა ამოსვლა, ზოგს მიცვალებულის ეშინოდა… ამომივიდა ყელში, რომ ვიყვირე “ვსე, ყველა ავდივართ ზემოთთქო”, ხელად გაისუსნენ ეგონათ, რომ უარს ვიტყოდი ბოლო წუთს. მე წინ მივდიოდი “გლავნი ყოჩივით”, დანარჩენები კი ცხვრებივით მომყვებოდნენ ფარასავით. ავედით მე-3-ე სართულზე და მივხვდი, რომ შემდგომ სართულზე ბებო ესვენა. ჩვენთან ხო წესია, რომ “სიფათში” უნდა შემოგაგებონ კუბო, რომ მივხდე პანაშვიდია და არა ქორწილი.. მეოთხე სართულის კიბეებზე “სილიოტკებივით” ჩამწკრივებულ მგლოვიარე ხალხს ჩავუწუილეთ და შევაბიჯე ხელად ოთახში. ისეთი ფეთიანივით ვეძებდი მიცვალებულს, ასე მკვდარი ცხოვრებაში არ მიძებნია. წინ ჰოლში რომ მეგონა იქნებოდა დასვენებული, საწყალ ბებოს “ნე ვიჟუ” გავუკეთე, თურმე გვერდით დიდ ოთახში ესვენა. უკნიდან შემომესმახმა: “ბიჭო, სად მიგაქვს ვენოკი მკვდარი აქ არისო” : ) “დავზადნეთ” ყველამ უკნა. ისე გამეხარდა მიცვალებულის დანახვა, ასე საკუთარი ბებიის ნახვა არ გამხარებია. შევდგი ერთი ნაბიჯი ოთახში და აღარ ვიცი რომელ მხარეს წავიდე. აქეთ-აქეთო ვიღაც ქალმა ხელით მიჩვენა მარჯვენა მხრიდან. ბავშვების ხითხითი მესმოდა უკნიდან.საცოდავად მივათრევ გვირგვინს და არ ვიცი სად დავდო. გადატენილი იყო ყვავილებით თუ გვირგვინით იქაურობა და ჩვენი ცოდვით ნაყიდი გვირგვინის ადგილი აღარ იყო დარჩენილი. ერთი ხელი, რომ დავკრუგე და ადგილი ვერ ვნახე, ვიფიქრე მეორე ჯერზე იქნებ სადმე რამე ადგილი ვნახოთქო და წავედი მეორე რეისზე. არ ვიმჩნევთ ისე ვკრუგავთ მიცვალებულს. იმდენი ბავშვი ვიყავით რომ წრე შეიკრა და წარმოიდგინეთ ლამის “ზილინა-ზილინა” გავაჩაღეთ. მიცვალებულს ლამის თავბრუ დაეხვა და კლინიკური სიკვდილი რომ ქონოდა რა სანახავები ვიქნებოდით, რომ წამოდგებოდა შეწუხებული სახით და გადმოდგებოდა სიტყვით კუბოდან: “რა ვერ მოუძებნეთ ადგილი, დამაყარეთ ფეხებზე და წადიიით” უცებ ისევ დადებდა თავს წყნარად : ) აი მეორე წრეც მოვრჩი ისევ უშედეგოდ და მაინც ვერაფერი მოვუხერხე ჩემს გვირგვინს. აი მესამეზე რომ დავაპირე კიდე წასვლა, იმ ქალმა ვინც “სტარტის” მხარეზე მიმანიშნა, შემაჩერა და მითხრა დათრგუნილი ბრაზგარეული ხმით: “მოიტა შვილო მაგ ვენოკი, სადმე კუთხეში ავაყუდებ საკმარისია შემოვლაო”. ჩვენც კუდამოძუებულები გამოვედით სამგლოვიარო ოთახიდან.

არ ვიცი რატო მოხდა ასე ან რატო დავიბენი, მაგრამ მე ხომ გვირგვინი არასდეს მიმიტანია მიცვალებულისთვის : )

P.S.

რჩევა – თუ თქვენ არასოდეს დაგიკრუგავთ მიცვალებული, დარეკეთ ნდობის ტელეფონზე ნომერზე: 40. ზარი უფასო და ანონიმურია : )

ბებოს ანდერძი 🙂


“სასოწარკვეთილი”

1 Comment

წაიკითხეთ ჯერ ეს პოსტი C’est la vie « Litterator\’s Blog – ლიტერატორის ბლოგი‌შემდეგ ეს წერილი, რომელიც ამ ბიჭმა დაწერა სუიციდის მცდელობამდე…

(ყველა სიტყვა გადმოტანილია ორიგინალი წერილიდან, გარდა პუნქტუაციისა)

მირიან ჩიხლაძე ვაჟას-ძე.

დავიბადე ქ. სოხუმში 1986 წელს 26 მარტი.

მყავს დედა – ნაზი სანიკიძე, ერთი და – მირანდა. ორი ძმა მერაბი და მირზა ჩიხლაძები. მამა კი გარდამეცვალა 2000 წლის 26 ნოებერს. 1993 წლიდან სოხუმის დაცემის სშემდექ იძულებით ვცხოვრობთ ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის შესახოვი #5, ბავსშთა ტურბაზა ილორი #3.

ჩემო ტკბილო დედა, ვიცი ბევრჯენ მიტკენია შშენთვის გული და ბევჯენ გიპატიებია ყველაფერი ჩემთვის. ვიცი რა დგომარეობასში ხარ, როგორ გიჭის ტკივილების გადატანა. ყველაზე ცუდია ავამტყოფობა, როცა ადამიანს ჯამთელობა არ უწყობს ხელს, ყველაზე მეტათ მასშვინ იტანჯება ტკივილების გამო. სშენ დედა ზუსტათ 10 წლის უკან, როცა მამაჩემი გარდაიცვალა, მისმამ სიშორემ ჩაგაგდო მაგ დგომარეობასში. ის კი ღმეთმამ წაიყვანა იმ ქვეყნათ იქაც კარგი უნდა ღმერც. ვიცი დღეს რასაც გაიგებ, რომ სშენმამ უცროსმამ ბიჭმამ თავის დარჩენილი სიცოცხლე ამ წუთი სოფელსში მთით მკვლელობით დასრულაო, ვიცი სშეიძლება უცბათ ვერ გადაიტანო სშენ ტკივილებთან ერთათ. მაპატიე დედა, არ ვიცი თუ ხარ ცოცხალი, 3 თვეა არფერი ვიცი სშენ სშესახებ. თუ ხარ ცოცხალი,იმედია მაპატიებ ამას, რომ ჩემგულისთვის დღეს როცა ჩემ სიცოცხლეს მთით მკვლელობით დავასრულებ, იმის სშემდექ მოგიწევთ სშავების ჩაცმა. მე მართლა არ მინდოდა ეს, რომ გამეკეთებია. ჯერ ღმერთი არ მინდოდა გამებრაზებია, იმიტომ ღმერთი მთით მკვლელობას არავის პატიობს ეს ვიცი. ძალიან გამიჭირდებ უსშენობა დედა. ვიცი აქ საშინელება იქნება ჩემთვის. მე ხომ პირტაპირ ლინჩის წესით გასამართლება არ დამჭიდება, რადროსაც დავასრულებ მთით მკვლელობით სიცოცხლეს. ზუსტათ წამებში მოხვთება ჩემი სული ჯოჯოხეთსში. ნაღდათ არ მინდოდა, რომ ჩემი დაჩენილი ცხოვრება მთით მკვლელობით დამესრულებია. ღმერთია მოწყალე, რომ მე თითქმის ყოველ მეორე ღმერთის სშვილებთან მივდიოდი, დახმარებას ვთხოვდი ეკლესიასში. როცვას მოვრჩებოდი, მერე კი მამაოებს ვევედრებოდი ასეა ჩემი საქმე ცუდ დღესში ვარ, რამე თუ სშეგიძლიათ სადმე მონასტესში გამისშვით. მინდა სულიერათ გავძლიერდე ან ვინმე სულიერი სშვილი გეყოლებათ და სადმე დროებით სამუსშავო ქონდეთ ყველაფეს გაუკეთებთქვა. მე ვიც მიცნობდა მათ იციან, რომ მე სარმაცი არასოდეს ვყოფივარ. მერე კი მონასტერებსშიც ვიყავი. არც იქ დამტოვენ, ეტყობა იმდენი ცოდვები მაქვს ჩადენილი წარსულ ცხოვრებასში, იმის პატიება არ სშეიძლება. მე კარგათ ვიცი, ღმერთი ყველა ცოდვას მაპატიებდა თუ გულით მოვინანიებდი და გულფელი ვიქნებოდი მის მიმართ. არ ვიცი ვიყავი თუ არა სულით და გილით გუწსფელი ხალხის მიმათ, მაგრამ ეს ვიცი ყველა ჩემ ცოდვას გუწფელათ ვინანიებდი, ახსარებასში, როცა იყო ჩემი მოძღცარი ცოცხალი (ის მაგარი კაცი იყო) და მათლა მხვთის სშვილი, ვიც დადიოდა წლების წინ წმინდა ნიკოლოზის დაძალსში, ყველამ იცოდა ვინ იყო მამა ზურაბი.ის მათლა მტტვის სშვილი და ღმეთიდან დაჯიდოებული სიყვარული ქონდა. ყველას მიმართ. ის, რომ ცოცხალი იყოს, მე ასე არ ვიქნებოდი. (ღმეთმამ აცხოვნოს მისი სული სადაცარის. ეს მარტო უფალმა იცის).მე ეს კი ვიცი ყველას რომ ვემსშვიდოები სამუდამოთ. ვერც იქ ვერ სშევხთები ვეც მამაჩემს, ვეც მამა ზურაბის.

დედა ვიცი ცუდათ მოვიქეცი სშენს მიმართ, რაც მე ჩემ თავს ვერ ვაპატებ, რომელიც ცხა თვით მუცლით მატარე და ღმერთის წყალობით მომავლინე ამ ქვეყნით და ეს ცხოვრება მასტავლე, დამანახე ვინ არის ამ ქვეყნათ, რა ადამიანები ცხოვრობენ. სშენ არ ხარ ამის ღირსი რასაც მე გაგიკეთებ. ეს ნამდვილათ არ გეკუთნის ჩემგან. მე დღეს დავამტკიცებ რა არარაობა ვიყავი, რა ადამიანი სშეიძლება სხვისთვის კარგი ვიყავი, მაგრამ ეს მე ხომ ვიცი ვინ ვიყავი. სშეიძლება მართლა კარგი ადამიანი ვიყავი იმ ადამიანებისთვის ვიც მიცნობდა, მაგრამ დღეს კი ვარ მაიმუნი ეგოისტი, იმიტომ პირველიგსში ღმერთს უნდა ვაწყენიო და მისი ნაჩუქარი სიცოცხლე ესშმაკებს უდა ვაჩუქო, ჩემ უსაყვარეს დედას სშავები უნდა ჩავაცვა და უდა ავატირო. მე ვიც ოდნავ მაინც პატივს მცემდა და უყვარდი იმას გული უდა ვატკინო, მაგრამ რავქნა, თითქმის ერთი წელი ქუჩასში მეძინა, ქუჩასში ვჭამდი თუ რამეს ვიმუსშავებდი და ერთ ორლარს თუ გავაკეთებდი. ჩემი თავის გადასაჩენათ მარტო ერთი ხერხით სშემეძლო ადვილათ, მაგრამ მე ამას ვერ გავაკეთებდი. უდა მომეპარა და ვიყარცა ღმერთის სშვილი იქნებოდა, მე იმას რას ვერჩი, რატომ უდა მიმეყენებია ზიანი. ეტყობათ ამ ცხოვრებასში მართლა პატიოსანი, სშრომელი და სდილობიანი ადამიანები. არ უნდათ და სიმართლის მთქმელი ადამიანები ამ ცხოვრებასში, ამასში დარწმუნებული ვარ. ჩემი დგომარეობა, რომელიც მეუბნებოდნეთ საპატრიაქოსში დაცვის ბიჭები გადავეცითო.

ვიღაცა არ არსებობს ადამიანი ჩემ დგომარეობასში არ სშესულიყო რომელიმე მეუფე და მონასტესში არ გავესშვი. სად არ ვიყავი, ვის არ ვთხოვე. თითქმის ყველა ტელევიზიასში მივედი და ვეუბნებოდი ასეა ჩემი საქმე ან ვინმე სულიერი მამაო გეყოლებათ და თხოვეთ, რომ სადმე გამისშვას მონასტერსში, ან ვინმე მეგობარი რამე რომ ქონდეს გასაკეთებელი . ამ ცხოვრებასში არ ვიყავი არც ლოთის სშვილი და არც ლოთი, არც ქურდის სშვილი – არც ქურდი, არც ნაკომნის სშვილი – არც ნაკომანი. ერთი მე ასე ვთვლი ძალიან ცოდვილი ბიჭი ვიყავი, ოღონ მხთვის სშვილი. მეც მინდოდა ამ წუთ სოფელში ცხოვრება, ვიცი ჯოჯოხეთია ჩემთვის და მაინც მინდოდა გულით და სულით, მაგრა ამ განსასტეს უკვე ვეღარ უძლებდი. ჯერ სულიერათ მაგარი დასუსტებული ვიყავი, მერე კი სშინაგანათაც მატობის გამო არავინ არ მყავდა. თითქმის ერთი წელი გვედსში არავინ არ ამომიდგა, არც ახლობელი, არც უცნობი. ნეტავ რამაქვს ამნაირი ცოდვა ჩადენილი. არ მომიპარავს, არ მომიკლავს, არავინ მოტყულებით. ყველას მოუტყულებია ადამიანები, თავარია ღმერთის წინასშე უდა იყო გუწფელი. მეც ვიყავი რასაც ვაკეთებდი ცუდს და რასაც ცოდვას ჩავდიოდი გულით ვინანიებდი.

ტკბილათ იყავით ყველა. ღმერთის ძალა მოქცეთ.

მეგობარი მოკვდა…

5 Comments

(გთხოვთ მუსიკას მოუსმინეთ და ისე წაიკითხეთ)

შეხვედი შენს ფეისბუქში და გხვდება შენი მეგობრების საერთო მეგობრების პოსტები: “ვაიმეეე ცუდად ვააარ ;-(((((” “არ მჯერა, ნუთუ ეს სიმართლეა” “თავი სიზმარში მგონია, მითხარით ვინმემ რომ ეს სიმართლე არ არის :((((((((((((((((” “ნეტა საერთოდ არ მენახა…” “კარგი ადამიანი იყო, ვერ ვიჯერებ ამ საშინელებას” “ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრები ;-(((((((((((((((((“. მიხვდით რომ დაკარგეთ თქვენი ერთ-ერთი ფრენდი, მეგობართაგანი, რომელსაც იცნობდით, შეხება გქონდათ მასთან, გიყვარდათ თან ძლიერ…

შოკში ვარ! ვკითხულობ გათიშული, გაშეშებული სახით. ჟრუანტელი მივლის, მაგრამ ვერ ვხვდები რამდენად მტკივა შიგნიდან ყველაფერი. ჯერ კიდევ შოკშივარ და აღქმის უნარი მაქვს დაკარგული. გამოვდივარ ფეისბუქიდან და ისევ შევდივარ წამებში, ამას ვაკეთებ ინსტიქტურად. ისევ ის პოსტები, ისევ რეალობა, მე ერთ-ერთი ვფრენდი მომიკვდა…

ჩვენ იმდენი საერთო მოგონებები გვაკავშირებდა, სისულელეს ჩავდიოდით, ყირაზე ვდგებოდით. ახლა კი მის გვერდზე ვარ შესული და ცრემლიან პოსტებს ვკითხულობ. ცრემლიანია სხვების სტატუსებიც, რომელსაც სხვა უცხო ფრენდები დებენ. ის დუმს, ის არაფერს იწერება, ის ჩუმად არის. ველოდები დიდხანს ჩასაფრებული. იქნებ ცრუობს, იქნებ ეს ბოროტი ხუმრობაა. მობილური გათიშული აქვს, სახლშიც არავინ იღებს ყურმილს…

გაგიჟებას ვარ! არ შემიძლია ამდენი ლოდინი. მეც გავთიშე ჩემი ტელეფონი რომ არავინ დამირეკოს და არ მითხრას ეს ამბავი. არ მინდა დაჯერება. სიკვდილი მირჩევნია იმის გაგებას, რომ იგი აღარ არის. და მე მაინც ველი მის პოსტს, მაგრამ უშედეგოდ…
მისი და წერს დღის ბოლოს მის კედელზე, რომ ის აღარ არის და მის პროფილს მკვდარი სული დაეუფლა. მხოლოდ მისი სულიღა შემორჩა პროფილზე, რომელიც კითხულობს ჩვენს ნაწერს, კომენტარს კი ვერ დებს…

მე ჩუმად ვარ. მე თითქმის მკვდარი ვარ. მე აღარ ვარ. მე მას ვშორდები. მე მას ვშლი ჩემგან. არა მირჩევნია დავბლოკო. იქნებ ჩემი ანგარიში გავაუქმო სამუდამოდ დროებით მაინც. მაგრამ არა ჯობია დავბლოკო ან იქნებ ცავშალო…

დაბნეული ვარ, არ ვიცი როგორ მოვექცე მას. არ ვიცი ჩემ სისუსტეს რით ვძლიო. მე მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ვიყავი. მე მას ვერ ვუღალატებ, მე მას ასე ხელს ვერ ვკრავ. იქნებ ვკრა კიდეც და უკან დამიბრუნოს ოდესღაც მუჯლუგუნი. იქნებ ვინმემ მისი პროფილი გატეხოს, მომატყუოს რომ ის არის და მომწეროს. რამე მომწეროს. მომწეროს ტყუილი, მომწეროს რამე. რამე, რამე, რამე…


მე ის მიყვარდა…

პატივისცემით, ნოჩურა