Geocell Card

Geocell Card-ის აღწერილობა
Geocell Card-ი წარმოადგენს Maestro/Cirrius კლასიფიკაციის პლასტიკურ სადებეტო ბარათს, რომელიც შექმნილია აქტიური და საქმიანი ადამიანებისათვის. Geocell Card-ი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას თანამედროვე საბანკო მომსახურებასთან ერთად მიიღოთ უფასო სასაუბრო დრო და SMS-ები ჯეოსელში.

Geocell Card-ი შეგიძლიათ გამოიყენოთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, გადაიხადოთ შეძენილი პროდუქციის ან მომსახურების ღირებულება, მიიღოთ ნაღდი ფული ბანკომატის მეშვეობით.
Geocell Card-ის მფლობელი შეიძლება გახდეს მხოლოდ ჯეოსელის (877) აბონენტი. ერთობლივი პროექტის ფარგლებში სხვა სისტემების აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ მიიღონ 877 სისტემის ნომერი ჯეოსელის მომსახურებისა და რეალიზაციის ოფისებში.

შესყიდვები Geocell Card-ით
Geocell Card–ით შეგიძლიათ გადაიხადოთ 3 მილიონზე მეტ სავაჭრო წერტილში, მიიღოთ ფული ათასზე მეტ ბანკომატში როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ყველგან სადაც ემსახურებიან წამყვანი საერთაშორისო საგადასახადო სისიტემის MasterCard International-ის Maestro ბარათებს.

ბონუს პროგრამა Geocell Card-ის მფლობელებისათვის
თქვენ ხართ ჯეოსელის აბონენტი და გაქვთ Geocell Card-ი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ პროდუქციისა თუ მომსახურების შესაძენად ან ინტერნეტით კომუნალური და სხვა სახის გადასახადების დასაფარად.

თვის განმავლობაში Geocell Card–ის მეშვეობით დახარჯულ 100 ლარზე თქვენ მიიღებთ 10 უფასო წუთს, ხოლო 100 ლარზე ზემოთ დახარჯულ ყოველ 50 ლარზე მიიღებთ დამატებით 5 წუთს. გარდა ამისა დასაჩუქრდებით 30 უფასო SMS-ით.

შენიშვნა: ბონუს წუთების დაგროვებაში არ გაითვალისწინება Geocell Card-ით განხორციელებული 10 ლარზე ნაკლები ტრანზაქციები.
დამატებითი ბონუსები ვადიან ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში

თქვენ ხართ “ჯეოსელის” აბონენტი და გაქვთ Geocell Card-ი.  საქართველოს ბანკში ვადიან ანაბრზე თანხის განთავსების შემთხვევში, თქვენ ყოველ 1000 ლარზე  დამატებით დასაჩუქრდებით წელიწადში 12 წუთი სალაპარაკო დროით. ეს დრო თვეების მიხედვით თანაბრად გადანაწილდება თქვენს სატელეფონო ანგარიშზე ჯეოსელში.

საბონუსე წუთების მისაღებად არ გაითვალისწინება 1000 ლარზე ნაკლები ანაბარის თანხა, ხოლო ანაბრის ვადა და ვალუტა არ არის შეზღუდული.

თქვენ ხართ “ჯეოსელის” აბონენტი და გაქვთ Geocell Card-ი. 3 თვის განმავლობაში აწარმოეთ 300 ლარის ოდენობის გადახდები და მიიღეთ Geocell Card-ის მასტერქარდ სტანდარტის ტიპის საკრედიტო ბარათი საჩუქრად. ახალი ბარათი სხვა ბევრ სარგებელთან ერთად გთავაზობთ მნიშვნელოვან ფასდაკლებებს სავაჭრო ობიექტებში.

ბონუს წუთების მიღების თანმიმდევრობა
Geocell Card-ით სარგებლობისას თქვენ გერიცხებათ ბონუს წუთები იმ თანხის საფუძველზე, რომელიც ჩამოეწერება ბარათს თვის განმავლობაში (საანგარიშო თვედ ითვლება კალენდარული თვე გასული თვის 26 რიცხვიდან მიმდინარე თვის 26 რიცხვის ჩათვლით). დაგროვილი ბონუს წუთები ჩაირიცხება თქვენს ბონუს ანგარიშზე ჯეოსელში ყოველი თვის პირველ რიცხვში სასუბრო წუთების სახით.
ინფორმაციას ბონუს წუთების დარიცხვის შესახებ მიიღებთ ავტომატურად SMS-ის საშუალებით.

ბონუს წუთების რაოდენობის გაკონტროლება ასევე შესაძლებელი – SMS-ის გაგზავნით ტექსტით “1” ნომერზე 7057 (შეტყობინება უფასოა).
ბონუს SMS/წუთების დახარჯვის თანმიმდევრობა

ბონუს წუთები წარმოადგენს დამატებით სასაუბრო დროს. ბონუს წუთების დახარჯვის თანმიმდევრობა:

  • ჯეოსელის ბონუს პროგრამის მიხედვით დაგროვილი წუთები (თვის განმავლობაში აქტიურობაზე 2 ბონუს წუთი, ყოველ დახარჯულ 50 ლარზე 4 ბონუს წუთი, ჯეოსელის აბონენტად ყოფნის თითო წელზე 1 წუთი)
  • Geocell Card-ით მიღებული უფასო წუთები და SMS-ები

ბონუს წუთების გამოყენება შეგიძლიათ ჯეოსელის და ლაილაის ნომრებზე დასარეკად. ხოლო sms-ები – ჯეოსელის/ლაილაის და მაგთის/ბალის ნომრებზე გასაგზავნად. გამოუყენებელი ბონუსები მომდევნო თვეში არ გადადის.

ბონუს წუთები არ დაირიცხება Geocell Card-ით განხორციელებულ შემდეგ ოპერაციებზე:

  • თანხის განაღდება;ბანკის მიერ დაწესებული საკომისიოს გადახდა;
  • Geocell Card-ის ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის დროს;
  • შესწორებული და უკანდაბრუნებული ოპერაციები Geocell Card-ზე ან თქვენს ანგარიშზე.

ჯეოსელში გადახდა Geocell Card-ით
Geocell Card–ით თქვენ ყოველთვის კავშირზე იქნებით. სასაუბრო თანხის გადახდა Geocell Card–ით შესაძლებელია:

  • საქართველოს ბანკის ბანკომატიდან (აირჩიეთ კომუნალური გადახდები ბანკომატის ეკრანზე)
  • ინტერნეტის საშუალებით, ეწვიეთ ვებ გვერდს http://www.bog.ge და აირჩიეთ ონლაინ გადახდები, აირჩიეთ ჯეოსელი, შემდეგ შეიყვანეთ პლასტიკური ბარათის ინფორმაცია და გადასახდელი თანხა.
  • მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით აკრიფეთ ტექსტი და SMS-ის საშუალებით გააგზავნეთ ნომერზე 4004: GEO#თანხა (მაგ. GEO#17).

თანხა 1 წუთში აისახება თქვენს მობილურ ტელეფონზე.

Geocell Card-ის ტარიფები

  • ბარათის ღირებულება – 5 ლარი
  • მინიმალური ნაშთი – არ მოითხოვება
  • ბარათის ვადა – 2 წელი

Geocell Card-ის მიღების პროცედურა
Geocell Card-ის მისაღებად შეავსეთ Geocell Card-ის განაცხადი საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში ან ონლაინ რეჟიმში http://www.geocellcard.ge -ზე
უკვე ხართ საქართველოს ბანკის კლიენტი? –  მიიღეთ Geocell Card-ი, არსებული ანგარიშიდან აწარმოეთ ოპერაციები და ისარგებლეთ შეღავათებით.
Geocell Card-ის მისაღებად წარადგინეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: