ბალანსის შევსება სასაუბრო ბარათით (ჯეოსელი, ლაილაი)

ბალანსის შევსება ჯეოსელის “ასტრა” ბარათით

ჯეოსელის (877 სისტემის) აბონენტთათვის ბალანსის შევსების ერთ-ერთი ფორმაა სასაუბრო ბარათით გადახდა.
სასაუბრო ბარათით სარგებლობისას ჯეოსელის სააბონენტო გადასახადი, მოქმედი ტარიფები, დამრგვალების წესი და ნომერი უცვლელია. სასაუბრო ბარათს სხვა ბარათებისაგან განსხვავებით ვადა არ გასდის მასზე არსებული თანხის ამოწურვამდე.

15, 25 ან 50 ლარიანი ბარათის შეძენა შესაძლებელია ჯეოსელის სადილერო ქსელსა და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.

სასაუბრო ბარათით ბალანსის შესავსებად:

– ავანსის ამოწურვისას ან ყოველთვიური დავალიანების დასაფარად დაუკავშირდით ჯეოსელის 24-საათიან, უფასო ავტომატური სერვისის სამსახურის ნომერზე 7050. აკრიფეთ ღილაკი 2, მოთხოვნისას შეიყვანეთ სასაუბრო ბარათზე მითითებული 13 ნიშნა კოდი და შეავსეთ ანგარიში.

– მისამართზე www.issa.ge შეიყვანეთ თქვენი მობილურის ნომერი და პაროლი. აირჩიეთ პუნქტი Scratch card activation, მიუთითეთ სასაუბრო ბარათის 13 ნიშნა კოდი გრაფებში: PIN1, PIN2, PIN3, PIN4

*ავტომატური სერვისის სამსახურთან – 7050 დაკავშირება შესაძლებელია დავალიანების გამო გათიშული ნომრიდანაც.

ბალანსის შევსება ლაილაი სასაუბრო ბარათით

ბალანსის შესავსებად ლაილაი სასაუბრო ბარათს გადააცალეთ დამცავი ფერადი საფარი, სადაც მოთავსებულია 13 ნიშნა კოდი.

საკუთარი ბალანსის შესავსებად:

– აკრიფეთ

*100*

13 ნიშნა კოდი # OK
ან
– დარეკეთ ნომერზე

7010

, ავტომოპასუხის ჩართვისას აკრიფეთ ღილაკი 2, 13 ნიშნა კოდი და დააჭირეთ ღილაკს #. ავტომოპასუხე გაიმეორებს შეყვანილ კოდს, თუ კოდი სწორია, აკრიფეთ ღილაკი 2 და ლაილაი ბარათზე არსებული თანხა დაემატება თქვენს ანგარიშს. თუ 13 ნიშნა კოდი შეცდომით არის შეყვანილი, აკრიფეთ ღილაკი 1 და შემდეგ ხელმეორედ შეიყვანეთ 13 ნიშნა კოდი.

*თუ 13 ნიშნა კოდი შეცდომით არის შეყვანილი, აკრიფეთ ღილაკი 1 და შემდეგ ხელმეორედ შეიყვანეთ 13 ნიშნა კოდი.

გაითვალისწინეთ:

– 13 ნიშნა კოდის სამჯერ არასწორად აკრეფისას, თქვენი სიმ-ბარათი დროებით დაიბლოკება. დახმარებისათვის მიმართეთ ჯეოსელის სააბონენტო სამსახურს.

– თქვენს მიერ სხვა ნომერზე ჩატვირთული თანხის თქვენსავე ან სხვა ნომერზე გადატანა შეუძლებელია

– ბალანსის შევსების სერვისით სარგებლობა შეუძლია ორმხრივად, ცალმხრივად ჩართულ ან ორმხრივად გამორთულ ლაილაი ნომერს

– თუ ერთ-ერთი ან ორივე მხარის ნომერი გათიშულია აბონენტის თხოვნის საფუძველზე, ან სასაუბრო ბარათის გააქტიურების სერვისი მათთვის დროებით შეზღუდულია (დაბლოკილია 13 ნიშნა კოდის სამჯერ არასწორად აკრეფის გამო), ამ შემთხვევაში აღნიშნული სერვისით სარგებლობა დროებით შეუძლებელია. დახმარებისათვის მიმართეთ სააბონენტო სამსახურს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: