პირობები

დღეისათვის ჯეოსელის (877) აბონენტებს როუმინგული მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ 300-ზე მეტი ოპერატორის ქსელში მსოფლიოს 130 ქვეყანაში.

მომსახურების ჩართვა/გამორთვა:

როუმინგული მომსახურების ჩასართავად საჭიროა აბონენტმა ჯეოსელის მომსახურების ოფისში წარადგინოს პირადობის მოწმობა, გააფორმოს როუმინგული ხელშეკრულება და დეპოზიტზე შეიტანოს შესაბამისი თანხა.

როუმინგული მომსახურების გაუქმება ასევე საჭიროებს პირადობის მოწმობის წარდგენას და მომსახურების გაუქმების შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებას. მომსახურების დეპოზიტის თანხის დაბრუნება ან ანგარიშზე გადატანა შესაძლებელია მომსახურების გაუქმებიდან 1 თვის შემდეგ.

მომსახურებით სარგებლობა:

ქსელის ამორჩევა – როუმინგით სარგებლობისათვის საჭიროა აბონენტის მობილურმა ტელეფონმა (ნომერმა) რეგისტრაცია გაიაროს ჯეოსელის როუმინგული პარტნიორის ქსელში. არსებობს ქსელის არჩევის ორგვარი წესი. პირველი – ავტომატური, როდესაც აპარატი თვითონ ირჩევს ქსელს და მეორე – ხელით ამორჩევა. ქსელის ხელით ამორჩევა საჭიროა იმ შემთხვევაში თუ აპარატი ავტომატურად არ დარეგისტრირდა როუმინგული პარტნიორის ქსელში ან აბონენტს სურს სხვა ოპერატორის ქსელით სარგებლობა. ამისათვის ტელეფონის მენიუში საჭიროა აირჩეს.“ქსელის ამორჩევა”/”Network Selection/Bыбор сети” და ხელით არჩევის რეჟიმში / “Manual” / “Ручной Режим Поиска” აირჩეს სასურველი ქსელი.

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამერიკის კონტინენტზე გამგზავრების შემთხვევაში თან იქონიოთ 4 სიხშირიანი აპარატები (GSM 850/900/1800/1900)

სერვისების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია როუმინგში ყოფნის დროს*:

– ბალანსის გაგება – ბალანსის გასაგებად აკრიფეთ

*120#

– ბალანსის შევსება

ბალანსის შესავსებად აკრიფეთ

*120#

– 13 ნიშნა კოდი, # და OK

როუმინგში ყოფნის დროს ბალანსის გაგება ასევე შესაძლებელია ჯეოსელის ვირტუალური ოფისის – ISSA-ს საშუალებით. ISSA-თი სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტ გვერდიდან www.issa.ge სადაც აბონენტმა უნდა მიუთითოს ნომერი და ISSA-ს პაროლი. ISSA-ს პაროლის გასაგებად SMS-ის საშუალებით უნდა გაიგზავნოს ნებისმიერი ორი სიმბოლო ნომერზე 70507.

– გამოტოვებული ზარების შეტყობინება

– ჯეომიქსი –

*123#

– ჯეოსელის მენიუ

– ჯეო თარჯიმანი –

*107#

– საეკლესიო კალენდარი –

*153#

*შესაძლოა რომელიმე როუმინგული პარტნიორი თავის მხრიდან ზღუდავდეს ამა თუ იმ სერვისის მოხმარებას.

მომსახურების ტარიფი:

როუმინგული მომსახურების ტარიფი ანგარიშდება როუმინგული პარტნიორების მიერ მოწოდებული სატარიფო სქემების მიხედვით, რომელიც მუდმივად ცვალებადია. აბონენტი სხვადასხვა ქსელით სარგებლობისას განსხვავებულ საფასურს იხდის. როუმინგული ტარიფი განსხვავებულია ერთი ქვეყნის ფარგლებში მომსახურე კომპანიებს შორისაც.

*როუმინგში მყოფი აბონენტი იხდის, როგორც გამავალი, ასევე შემავალი ზარის საფასურს. ასევე ფასიანია გამავალი და შემავალი MMS.

როუმინგის ტარიფები იხილეთ აქ.

დარეკვის წესი:

როუმინგში ყოფნის დროს ჯეოსელის აბონენტი საქართველოში რეკავს შემდეგნაირად:

– ჯეოსელისა და ლაი ლაის აბონენტებთან: +995 ინდექსი და ნომერი (მაგ: +99593XXXXXX)

– სხვა მობილური ოპერატორის აბონენტებთან: +995 ინდექსი და ნომერი

– საქართველოს ლოკალური ქსელის აბონენტთან: +995 – ქალაქის კოდი და ნომერი

– თბილისის ლოკალურ ქსელის აბონენტებთან: +995 32 და ნომერი

როუმინგში ყოფნის დროს ჯეოსელის აბონენტი SMS აგზავნის შემდეგნაირად::

– + ქვეყნის კოდი, მობილური ოპერატორის კოდი და ნომერი

როუმინგში ყოფნისას ჯეოსელის აბონენტს უკავშირდებიან შემდეგნაირად::

– საზღვარგარეთის ნებისმიერი ქსელის აბონენტი +995 77 და ნომერი

– საქართველოს ნებისმიერი ქსელის აბონენტი 877 და ნომერი ან +995 77 და ნომერი

სააბონენტო სამსახური:

ჯეოსელის აბონენტს როუმინგში ყოფნის დროს შეუძლია დაუკავშირდეს ჯეოსელის სააბონენტო სამსახურს შემდეგ ნომრებზე +995 32 77 01 13 ან მოკლე ნომერი 7777

*როუმინგიდან სააბონენტო სამსახურში დარეკვა ფასიანია და ანგარიშდება, როგორც როუმინგული პარტნიორის ქსელიდან საქართველოში გამავალი საერთაშორისო ზარი.

როუმინგში ჩართვის ტარიფი ჯეოსელის აბონენტთათვის – სერვისის ჩართვა 100 ლარი* + 50 ლარი უნდა გედოთ ანგარიშზე დამატებით

*(ქვეყანაში დაბრუნებისას, როდესაც მიმართავთ როუმინგის გამოსართავად, თქვენს კუთვნილი 100 ლარი დაგიბრუნდებათ უკან 30 დღის შემდეგ თუ თქვენ არ გერიცხებათ დავალიანება ნომერზე)

Leave a comment