სიახლეები

20.04.2011

ზარის გადამისამართება ლაილაის აბონენტებისთვის

ძვირფასო ლაილაის აბონენტებო!
გატყობინებთ, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ზარის გადამისამართების მომსახურებით.

ზარის გადამისამართების მომსახურების გამოყენებით შეგიძლიათ ნებიმიერი შემომავალი ზარის სხვა ნომერზე* გადამისამართება.
არსებობს ზარის გადამისამართების შემდეგი სახეები:

  • ყველა შემომავალი ზარის გადამისამართება;
  • შემომავალი ზარის გადამისამართება მაშინ, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულია;
  • შემომავალი ზარის გადამისამართება როდესაც ვერ პასუხობთ ტელეფონს;
  • შემომავალი ზარის გადამისამართება, როდესაც ტელეფონი გამორთული გაქვთ ან მიუწვდომელი ხართ;

* გაითვალისწინეთ, რომ აბონენტებს შეუძლიათ ზარი გადაამისამართონ ნებისმიერ ნომერზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ნომერზე.

მომსახურების უფრო დეტალური აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

14.04.2011

საერთაშორისო SMS -ის ფასის ცვლილება

გაცნობებთ, რომ  1  მაისიდან  იცვლება საერთაშორისო SMS -ის ფასი იტალია, Tim (Telecom Italia) -ის მიმართულებით. ერთი SMS-ის ფასი – 0.21 ლარი.

14.04.2011

როუმინგული ტარიფის ცვლილება

გაცნობებთ, რომ 1 მაისიდან იცვლება ჯეოსელის როუმინგული ტარიფები მოცემულ ოპერატორთა ქსელში:

1.      ბანგლადეში – Grameenphone

2.      რუსეთი- NCC

3.      უკრაინა – Astelit (LIFE)

4.      მალაიზია-  MAXIS

5.      კენია- Airtel (KenCell)

 

აგრეთვე,   2 მაისიდან  იცვლება ლაი ლაის როუმინგული ტარიფები  მოცემულ ოპერატორთა ქსელში:

1.      ჩეხეთის რესპუბლიკა –  Vodafone

2.      პორტუგალია – TMN

3.      ბელგია – KPN (Base)

4.      უკრაინა – Astelit (LIFE)

5.      უკრაინა – Kyivstar

6.      უკრაინა – UMC (MTS)

7.      უკრაინა – Ukrtelecom

11.04.2011

გადმოიყვანე მეგობარი ჯეოსელზე და დასაჩუქრდით ორივე ნახევარ-ნახევარი საათით.

აქციაში “გადმოიყვანე მეგობარი ჯეოსელში” მონაწილეობისთვის ჯეოსელის ან ლაილაის აბონენტებმა უნდა აკრიფონ *190*1# OK და მიუთითონ სხვა მობილურ ოპერატორში ჩართული მეგობრის ნომერი, რომელსაც გაუწია რეკომენდაცია ჯეოსელში პორტირებაზე.
აქციაში მონაწილეობა და ჯეოსელში პორტირება უფასოა.
აქციის განმავლობაში ჯეოსელის ან ლაილაის აბონენტებს შეუძლიათ გადმოიყვანონ 20 მეგობარი ჯეოსელში ან ლაილაიში და ყოველ გადმოყვანილ აბონენტზე მიიღონ ნახევარი საათი (30 წუთი). ჯამში მაქსიმუმ 10 საათი.
აქციაში მონაწილე აბონენტებმა უნდა აკრიფონ *190*2#OK და შეამოწმონ თუ რამდენი მეგობრის გადმოყვანის საშუალება დარჩათ.
შეყვანილი ნომრების სანახავად უნდა აკრიფონ *190*3#OK.
მიღებული წუთების გამოყენება შესაძლებელია ჯეოსელის და ლაილაის აბონენტებთან სასაუბროდ.

  • აბონენტს, რომელმაც გაუწია რეკომენდაცია მეგობარს, ნომერზე ბონუს-წუთები დაერიცხება მეგობრის ჯეოსელზე ან ლაილაიზე პორტირების შემდეგ. წუთების გამოყენების ვადაა 2 დღე.
  • ჯეოსელზე ან ლაილაიზე პორტირებული აბონენტი კი უფასო წუთებს მიიღებს ბალანსის მინიმუმ 1 ლარით შევსებისას. წუთების გამოყენების ვადაა 30 დღე.

მიღებული ბონუს წუთების შემოწმება: *191#OK.

11.04.2011

ლაილაის აბონენტთა საყურადღებოდ!

ძვირფასო ლაილაის აბონენტებო,

გაცნობებთ, რომ ტარიფი ”5 თეთრი, დღიური 20 თეთრიანი საფასურით” გაუქმდება 2011 წლის 27 აპრილიდან.

11.04.2011

1 თეთრი თქვენს ქსელში და 10 თეთრი ყველა ოპერატორთან საქართველოში!

გაააქტიურეთ ტარიფი “1-10” და ისაუბრეთ 1 თეთრად* თქვენი ქსელის ყველა აბონენტთან და 10 თეთრად* ყველა ოპერატორთან საქართველოში.
ტარიფის ჩასართავად აკრიფეთ *011# OK და მიჰყევით ინსტრუქციას.

* ზარის წამოწყების ფასია 5 თეთრი.

ტარიფით “1-10” 30 დღის ვადით სარგებლობის ფასია 1 ლარი.  თუ 30 დღის გასვლის შემდეგ თქვენ არ გექნებათ საკმარისი თანხა ანგარიშზე, გამავალ ზარზე იმოქმედებს სტანდარტული ტარიფი – 24 თეთრი. ბალანსის საკმარისი თანხით შევსებისთანავე, ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოგეჭრებათ სერვისის საფასური 1 ლარი და თქვენ კვლავ შეძლებთ თქვენი ქსელის ყველა აბონენტთან 1 თეთრად, ხოლო ყველა ოპერატორთან საქართველოში 10 თეთრად საუბარს.

ვადის შესამოწმებლად ან ტარიფის გამოსართავად აკრიფეთ *011# OK და მიჰყევით ინსტრუქციას.

ტარიფის ”1 – 10” გააქტიურება შეუძლია ლაილაის ყველა აბონენტს, გარდა იმ აბონენტებისა, რომლებიც სარგებლობენ ”12 თეთრიანი”, ”1 წუთი-1 თეთრი 5 რჩეულ ნომერთან”, ”5 თეთრიანი” ტარიფებით და ”უსაზღვრო საუბარის” სერვისით.
თუ გსურთ ტარიფის ”1 – 10” ჩართვა, ჯერ გამორთეთ მოქმედი ტარიფი და შემდეგ აკრიფეთ *011# OK.

05.04.2011

როუმინგული ტარიფის ცვლილება

გაცნობებთ, რომ 18 აპრილიდან იცვლება ლაი ლაის როუმინგული ტარიფები საბერძნეთში, Vodafone – ის   ქსელში.

05.04.2011

ფასდაკლება როუმინგით სარგებლობისას

ჯეოსელი გთავაზობთ  GPRS, SMS – სა და ზარებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას შემდეგ ქვეყნებში როუმინგით სარგებლობისას:

  • ბელგია – BASE (KPN Group Belgium)
  • გერმანია – E-Plus
  • ნიდერლანდები – KPN Mobile

გამავალი ზარი ყველა მიმართულებით ( სატელიტურის გარდა) – 1.12 ევრო;
დამრგვალება – 1 წამი;
SMS –  0.13 ევრო;
GPRS – 1მბ/1.50  ევრო, დამრგვალება 1კბ;

31.03.2011

სიახლე ჯეოსელის აბონენტებისათვის

გაცნობებთ, რომ 2011 წლის 1 აპრილიდან განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

•           სტანდარტული ტარიფი ადგილობრივ ზარებზე შემცირდა წუთში 24 თეთრამდე;

•           ჯეოსელის აბონენტები, ვისაც ჩართული ჰქონდათ ტარიფები: 2 თეთრი მე-2 წუთიდან ჯეოსელის ქსელში და/ან 12 თეთრი მე-2 წუთიდან საქართველოში სხვა ქსელებზე განხორციელებულ ზარებზე, ისარგებლებენ განახლებული ტარიფით – 1 თეთრი მე-2 წუთიდან ჯეოსელის ქსელში და 12 თეთრი მე-2 წუთიდან საქართველოში სხვა ქსელებზე განხორციელებულ ზარებზე. პირველი წუთის ფასი 24 თეთრი.

•           იმ აბონენტებს (კერძო პირებს), ვინც ჯერ კიდევ არ სარგებლობს ზემოთ აღნიშნული ფასდაკლებით, შეუძლიათ აკრიფონ *122#ok და უფასოდ გაააქტიურონ.

28.03.2011

გა1ანდი – მიიღეთ 1 თეთრიანი ტარიფი SMS-ზე, MMS-ზე, ზარზე და მობილურ ინტერნეტზე

მიიღეთ 1 თეთრიანი ტარიფი SMS-ზე, MMS-ზე, მობილურ ინტერნეტზე და თქვენი ქსელის 5 ნომერთან სასაუბროდ!

გა1ანდით! 
შეიძინეთ სასტარტო პაკეტი 1 ლარად და მიიღეთ:

  • ლაი ლაის სიმ-ბარათი;
  • 1 ლარის სასაუბრო დრო;
  • 1 თეთრი ჯეოსელისა და ლაილაის 5 რჩეულ ნომერთან სასაუბროდ;
  • 1 SMS, 1 MMS, 100 კბ მობილური ინტერნეტის ექსკლუზიური ტარიფი – 1 თეთრი;
  • უფასოდ გააქტიურებული MMS  და მობილური ინტერნეტის სერვისი;

სიმ-ბარათის გასააქტიურებლად აკრიფეთ *100 # OK.

1  წუთი – 1 თეთრი, თქვენს მიერ შერჩეულ ჯეოსელის/ლაილაის 5 რჩეულ ნომერთან.
ტარიფის ჩასართავად აკრიფეთ *126#OK და მიჰყევით ინსტრუქციას.
პირველი ხუთი ნომრის შეყვანა/შეცვლა უფასოა. ყოველი შემდგომი ნომრის შეყვანა/შეცვლა კი – 20 თეთრი.

ნომრების შესაყვანად/შესაცვლელად აკრიფეთ:

  • 1-ლი ნომერი: *126*3*1*8xxxxxx# OK
  • მე-2-ე ნომერი: *126*3*2*8xxxxxx# OK
  • მე-3-ე ნომერი: *126*3*3*8xxxxxx# OK
  • მე-4-ე ნომერი: *126*3*4*8xxxxxx# OK
  • მე-5-ე ნომერი: *126*3*5*8xxxxxx# OK


5 რჩეულ ნომერთან დარეკვისას, გთხოვთ ისარგებლოთ ნომრის აკრეფის ზემოთ აღნიშნული პრინციპით (ანუ ნომერი უნდა შეიყვანოთ შემდეგ ფორმატში: 8 ინდექსი და ნომერი).
ჯეოსელის/ლაილაის 5 რჩეულ ნომერთან ზარის წამოწყების ფასია 5 თეთრი.

1 თეთრიანი SMS, MMS და მობილური ინტერნეტის პაკეტი ავტომატურად არის გააქტიურებული 30 დღის ვადით. ტარიფის მომდევნო 30 დღის გასაგრძელებლად ანგარიში შეავსეთ მინიმუმ 5 ლარით (ერთჯერადი გადახდით).
ტარიფის მოქმედების ვადის შესამოწმებლად აკრიფეთ *171# OK და მიჰყევით ინსტრუქციას.

გაითვალისწინეთ, რომ 1 თეთრიანი SMS-ისა და MMS-ის ტარიფი მოქმედებს ადგილობრივ მიმართულებებზე გარდა სპეც. ნომრებისა.

1 თეთრიანი  SMS, MMS-ისა და მობილური ინტერნეტის პაკეტის ტარიფი ძალაშია 2011 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. ტარიფის ჩართვის/გაგრძელების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ნოემბერი. 

21.03.2011

სიახლე ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებისათვის

გაცნობებთ, რომ 2011 წლის 1 აპრილიდან განხორციელდება შემდეგი ცვლილებები:
• სტანდარტული ტარიფი ადგილობრივ ზარებზე შემცირდება წუთში 0.24 ლარამდე;
• ჯეოსელის აბონენტებისათვის გაუქმდება ტარიფები: 2 თეთრი მე-2 წუთიდან ჯეოსელის ქსელში და 12 თეთრი მე-2 წუთიდან საქართველოში სხვა ქსელებზე განხორციელებულ ზარებზე.
• ჯეოსელის აბონენტებს შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლოთ ახალი ფასდაკლებით – 1 თეთრი ჯეოსელის ქსელში და 12 თეთრი საქართველოში სხვა ქსელებზე განხორციელებულ ზარებზე. პირველი წუთის ფასი 24 თეთრი.
აქტივაციის კოდი *122#.


16.03.2011

ფასდაკლება თურქეთში როუმინგით სარგებლობისას

ჯეოსელი გთავაზობთ  GPRS, SMS – სა და ზარებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას თურქეთში,  Turkcell- ის ქსელში როუმინგით სარგებლობისას:

გამავალი ზარი ყველა მიმართულებით ( სატელიტურის გარდა) – 1.80 ევრო
დამრგვალება – 1წამი
SMS –  0.13 ევრო
GPRS – 1მბ/0.52 ევრო, დამრგვალება 1კბ

16.03.2011

საქართველოს ქალაქებისა და რეგიონების ფიქსირებული ქსელების ახალი სატელეფონო კოდები

ძვირფასო აბონენტებო,
გაცნობებთ, რომ 1 მარტიდან შეიცვალა ფიქსირებული ქსელების სატელეფონო კოდები.
2011 წლის 4 აპრილამდე ქალაქებისა და რეგიონების ახალი სატელეფონო კოდები პარალელურ რეჟიმში იმუშავებს ძველ კოდებთან. ამ თარიღის გასვლის შემდეგ ძველი კოდები აღარ იმოქმედებს და ძალაში შევა მხოლოდ ახალი კოდები.
დარეკვისას ისარგებლეთ შემდეგი წესით: 8, კოდი და აბონენტის ნომერი.

იხილეთ შეცვლილი კოდების ჩამონათვალი, დააჭირეთ აქ.

11.03.2011

ლაილაის აბონენტთა საყურადღებოდ

ძვირფასო ლაილაის აბონენტებო,
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემული დიზაინის ლაილაი ბარათები ამოღებულია მოხმარებიდან.
შესაბამისად თანხის ჩატვირთვა აღნიშნული ბარათებიდან არ ხერხდება.
გთხოვთ არ შეიძინოთ ამ დიზაინის ბარათები.

28.02.2011

*555# OK – ყველა ფასდაკლება ერთ მენიუში!

ძვირფასო ლაილაის აბონენტებო!
ჩართეთ ფასდაკლება ზარებზე ან შეიძინეთ ეკონომიური პაკეტები ერთი კოდის საშუალებით. აკრიფეთ *555# OK.

მენიუ შეიცავს შემდეგ პუნქტებს:

  • მიმდინარე ფასდაკლებები;
  • SMS მანია;
  • მობილური ინტერნეტის პაკეტები;
  • WAP პაკეტები;
  • MMS მანია;

18.02.2011

როუმინგული ტარიფის ცვლილება

გაცნობებთ, რომ 1 მარტიდან იცვლება ჯეოსელის როუმინგული ტარიფები მოცემულ ოპერატორთა ქსელში:

  • უკრაინა –  MTS
  • ბოსნია ჰერცეგოვინა- BH Telecom
  • ბოსნია ჰერცეგოვინა-  MTEL
  • იორდანია – ZAIN
  • ალბანეთი – Eagle Mobile
  • თურქეთი-  Turkcell

16.02.2011

ახალი ტარიფები ინტერნეტ პაკეტებზე 1 მარტიდან.

ჯეოსელი ყველა აბონენტს გთავაზობთ ახალ ინტერნეტ პაკეტებს, განახლებულ, უფრო შეღავათიან ფასად, ისარგებლეთ შემცირებული ტარიფებით 1 მარტიდან.

ინტერნეტ პაკეტი ფასი
15 MB 3 ლარი
400 MB 10 ლარი
1 GB 22 ლარი
5 GB 50 ლარი
100 MB* 1.5 ლარი

*100MB მოქმედებს  მომდევნო დღის ბოლომდე.

პაკეტის შესაძენად აკრიფეთ *135#OK. პაკეტების მოქმედების ვადაა: გააქტიურებიდან 30 დღე.

15.02.2011

გაერთიანდი ჯეოსელში შენივე ნომრით და შეიგრძენი თავისუფლება!

ჯეოსელი გთავაზობთ მობილური ნომრის პორტირების სერვისს, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი მობილური ინდექსისა და ნომრის შეუცვლელად უფასოდ გადმოხვიდეთ ჯეოსელის ქსელში.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

11.02.2011

ცვლილება ლაილაის აბონენტთათვის!

ძვირფასო აბონენტებო,
გაცნობებთ, რომ 2011 წლის 4 მარტიდან იცვლება ლაილაის ნომრის მოქმედების ვადები.

თანხის ბოლო ჩატვირთვიდან 120 დღის განმავლობაში თანხის ამოწურვამდე თქვენ შესძლებთ განახორციელოთ/მიიღოთ ზარები და ისარგებლოთ ყველა გააქტიურებული სერვისით.

120 დღის განმავლობაში თანხის ამოწურვის შემთხვევაში თქვენი ნომერი გაითიშება ცალმხრივად, ანუ მიიღებთ მხოლოდ შემომავალ ზარებს. დარჩენილ დღეებს + მომდევნო 60 დღის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემომავალი ზარები და  ისარგებლოთ ჯეოსელის უფასო მომსახურებებით, როგორიცაა: საკუთარი ბალანსის გაგება/შევსება, საკუთარი ნომრიდან სხვისი ანგარიშის შევსება, ჯეო-მხსნელი და სხვა.

თანხის ბოლო ჩატვირთვიდან 121-ე დღეს თქვენი ნომერი გაითიშება ცალმხრივად, ანუ მიიღებთ მხოლოდ შემომავალ ზარებს. ხოლო ანგარიშზე დარჩენილი თანხა შეინახება, ანუ გაიყინება. მომდევნო 60 დღის განმავლობაში თქვენ შესძლებთ მიიღოთ შემომავალი ზარები და ისარგებლოთ ჯეოსელის უფასო მომსახურებებით, როგორიცაა: საკუთარი ბალანსის გაგება/შევსება, საკუთარი ნომრიდან სხვისი ანგარიშის შევსება, ჯეო-მხსნელი და სხვა.

თანხის ბოლო ჩატვირთვიდან 181-ე დღეს თქვენი ნომერი გაითიშება ორმხრივად მომდევნო 30 დღის განმავლობაში.

თანხის ბოლო ჩატვირთვიდან 210 დღის განმავლობაში, თქვენ შეგიძლიათ ანგარიშზე დარჩენილი/გაყინული თანხის აღდგენა ნებისმიერი თანხის ჩატვირთვით. თუ აღნიშნულ პერიოდში არ მოხდა ანგარიშის შევსება, სააბონენტო ხელშეკრულება ავტომატურად უქმდება ნომერზე არსებულ გაუხარჯავ თანხასთან ერთად და მისი აღდგენა შეუძლებელია.

10.02.2011

მოიგე ავტომობილი ჯეოსელში!

მოიგე ავტომობილი ჯეოსელში – თამაშდება 10 ჰიუნდაი სონატა!

აკრიფეთ *011# OK, გაიარეთ უფასო რეგისტრაცია და თქვენს ანგარიშზე ჩატვირთულ ყოველ 5 ლარზე მიიღეთ გათამაშების 1 ბილეთი.
გათამაშების პერიოდში ბილეთების რაოდენობის შესამოწმებლად აკრიფეთ *011#OK და მიყევით ინსტრუქციას.

ჯეოსელის წამახალისებელი გათამაშების წესები და პირობები:

  • ჯეოსელის წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ჯეოსელისა და ლაილაის ყველა აბონენტს*;
  • გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად 2011 წლის 10 თებერვლიდან 2011 წლის 14 მარტის ჩათვლით აბონენტებმა უნდა გაიარონ უფასო რეგისტრაცია *011#OK-ის აკრეფით. რეგისტრაციის შემდეგ ანგარიშის ყოველი 5 ლარით შევსებისას აბონენტი იღებს გათამაშების 1 ბილეთს (ანუ თუ აბონენტი ერთიანად ჩატვირთავს 5 ლარს – მიიღებს 1 ბილეთს, თუ ჩატვირთავს 7 ლარს – მიიღებს 1 ბილეთს, თუ ჩატვირთავს 16 ლარს – მიიღებს 3 ბილეთს და ა.შ. ხოლო თუ ჩატვირთავს 3 ლარს და ცოტა ხანში 2 ლარს – ბილეთს ვერ მიიღებს);
  • იღბლიან აბონენტთა გამოვლენა მოხდება 2011 წლის 15 მარტს, სამშაბათ დღეს,  ტელეკომპანია რუსთავი2-ის სტუდიაში 23:00 საათზე. სატელევიზიო გათამაშების ტრანსლირება მოხდება პირდაპირ ეთერში. სულ გაიმართება 1 შოუ და გათამაშდება 10 პრიზი;
  • გათამაშების წამყვანი დოლურადან ამოიღებს გათამაშების ბილეთს, რომელზეც ეწერება GSM-ნომერი და დაუკავშირდება მის მფლობელ აბონენტს. აბონენტის ნომრის ბოლო 3 ციფრს წამყვანი არ გამოაჩენს;
  • პრიზის მისაღებად, აბონენტმა აუცილებლად უნდა უპასუხოს ზარს, წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტი არ ჩაითვლება გამარჯვებულ აბონენტად;
  • გათამაშების პერიოდში აბონენტის ნომერი ორმხრივად ან ცალმხრივად ჩართული უნდა იყოს ან ასევე არ უნდა იყოს ქსელიდან გამორთული;
  • თუკი დოლურადან ამოღებულ ნომერს წამყვანი ვერ დაუკავშირდება, ანუ ტელეფონი გამორთულია ან ისმის დაკავების ზუმერი, მაშინ იგი კიდევ ორჯერ აკრეფს ნომერს. დაკავშირების 3 წარუმატებელი ცდის შემთხვევაში იგი ამოიღებს ახალ ნომერს;
  • ჯეოსელი იხსნის პასუხისმგებლობას ყველა იმ შემთხვევისგან, როდესაც ვერ ხერხდება აბონენტთან დაკავშირება აბონენტის ტელეფონის გაუმართაობის გამო (აბონენტის ტელეფონი გათამაშების  პერიოდში განიმუხტა, გაუფუჭდა და ა.შ);
  • იმ შემთხვევაში, თუ წამყვანის მიერ დოლურადან ამოღებულ ნომერზე დარეკვის დროს აღმოჩნდა, რომ აბონენტს ჩართული აქვს ზარის გადამისამართების სერვისი, პრიზის მოგების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მხოლოდ იმ ნომერს, რომელიც ამოღებული იყო დოლურადან და რომლიდანაც მოხდა ზარის გადამისამართება;
  • შოუს განმავლობაში ერთი და იგივე GSM-ნომრის ორჯერ ამოღების შემთხვევაში, მეორე მოგება ბათილდება;
  • პრიზის მისაღებად აბონენტმა უნდა წარმოადგინოს გამარჯვებულ-ნომრიანი სიმ-ბარათი ჯეოსელის სათაო ოფისში, მისამართზე: თბილისი, გოთუას ქ. #3, გათამაშებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა;
  • ჯეოსელის მხრიდან იღბლიანი სიმ-ბარათის წარმომდგენს მოგებული პრიზი გადაეცემა მოგებახვედრილი ბილეთის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული დღისა;
  • აბონენტს მოგებული პრიზის შესაბამისი  ფულადი თანხა არ გადაეცემა;
  • გათამაშების პერიოდში ჯეოსელის აბონენტის მიერ საკუთარ ანგარიშზე შეტანილი თანხის უკან გატანა შეუძლებელია როგორც გათამაშების, ასევე გათამაშების დასრულების შემდეგ;
  • აბონენტი ვერ მიიღებს ჯეოსელის წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობას, თუ ის გათამაშების პერიოდში ისარგებლებს სხვა ქსელზე პორტირების სერვისით.

* წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ კომპანია “ჯეოსელის” თანამშრომლებს, დილერებსა და დისტრიბუტორებს. ასევე, გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ საერთო საბილინგო ანგარიშის მფლობელ აბონენტებს (როცა ერთ ანგარიშზე დარეგისტრირებულია 2 ან მეტი ნომერი).

გათამაშების მსვლელობისას აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ აღიდგინონ და გადაიფორმონ თავიანთი ნომერი.

ნებართვა # 19-03/264

09.02.2011

BlackBerry ®-ის ახალი მოდელი ჯეოსელისგან

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ BlackBerry® -ის ახალი მოდელი ჯეოსელისგან – BlackBerry® TORCH™ 9800  smartphone. ფასი 1269 ლარი.  მიმართეთ ჯეოსელის მომსახურებს ოფისებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: