სიახლეები

2011-04-06

სიახლე – http://www.magtifun.ge-დან დღეში 50 SMS უფასოდ

Print Version
სიახლე მაგთიკომის აბონენტებისთვის, დღეიდან მაგთის, ბანის, ბალისა და მაგთი ფიქსის აბონენტებს www.magtifun.ge-ზე დარეგისტრირების შემდეგ, დღეში 20 უფასო SMS -ის ნაცვლად შეუძლიათ გააგზავნონ 50 SMS-ი.
50 SMS-ის გაგზავნის შემდეგ კი 1 SMS-ის ფასი იქნება მხოლოდ ნახევარი თეთრი, რომლიც ჩამოიჭრება თქვენი ვირტუალური ანგარიშიდან.იხილეთ დეტალური ინფორმაცია ვირტუალური ანგარიშის შესავსებად
2011-04-01

სიახლე მომსახურების პაკეტების, მაგთი 30-ის და მაგთი 100-ის პირობებში

Print Version
აპრილიდან მომსახურების პაკეტის, “მაგთი30-ის”  მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ შეიძინონ საყვარელ ნომერთან სალაპარაკო 100  წუთი  1 ლარად
წუთების შეძენა:
3003100, სასურველი აბონენტის 9-ნიშნა ნომერი და OK
საყვარელი ნომერი უნდა იყოს მაგთის, ბალის ან ბანის
პაკეტი “მაგთი 30-ის”  მომხმარებელი დარიცხული 180 წუთით, რომელიც განკუთვნილი იყო მხოლოდ მაგთიკომის ქსელის აბონენტებთან სასაუბროდ, ისაუბრებს საქართველოს ფიქსირებულ ქსელებზეც
პაკეტი “მაგთი 100-ის”  მომხმარებლებიც დარიცხული 800 წუთით ისაუბრებენ, როგორც მაგთიკომის, ისე  საქართველოს ფიქსირებული ქსელების მიმართულებით.
2011-04-01

აირჩიე აპრილის საჩუქარი

Print Version
აპრილის საჩუქრები
“აირჩიე საჩუქარი” – აქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, 2011 წლის ბოლომდე, ყოველთვე აირჩიოთ საჩუქარი
მაგთი გთავაზობთ საჩუქრებს – თქვენ ირჩევთ!
აპრილში აირჩიეთ:
– საყვარელ ნომერთან* საუბარი წუთში 5 თეთრად
– SMS  3 თეთრად
– ღამის პირველიდან დილის  შვიდ საათამდე  მაგთიკომის აბონენტებთან
   საუბარი წუთში ერთ თეთრად (ზარის წამოწყება – 10 თეთრი)
* საყვარელი ნომერი უნდა იყოს მაგთის, ბალის ან ბანის
თუ ჯერ არ ხართ მაგთის აბონენტი
ჩაერთეთ ქსელში 2 ლარად,
აკრიფეთ *102# OK , ანგარიშზე დაიბრუნეთ 1 ლარი,
ავტომატურად გახდით აქცია “აირჩიე საჩუქრის” მონაწილე და
თავად აირჩიეთ მიმდინარე თვის საჩუქარი.
თუ უკვე ხართ მაგთის აბონენტი
აკრიფეთ *102#  OK, და მხოლოდ 1 ლარად ჩაერთეთ აქციაში “აირჩიე საჩუქარი”.
პორტირებული აბონენტი, ანუ თავისივე ნომრით სხვა ქსელიდან გადმოსული აბონენტი უფასოდ ჩაერთვება აქციაში
2011-03-31

კომპანია მაგთიკომის მხარდაჭერით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია

Print Version
პრეს-რელიზი
31 მარტს, ხუთშაბათს, 19:00  საათზე
მაგთი კლუბში /რუსთაველის 22/ მოეწყობა
კომპანია “მაგთიკომის” მხარდაჭერით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა კომპანია ,,მაგთიკომის’’ ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, გამოსცა:
– გალაკტიონ ტაბიძის საარქივო ოცდახუთტომეული
– ილია ჭავჭავაძის საარქივო გამოცემა
– აკაკი წერეთლის საარქივო გამოცემა, ორ წიგნად
– ფუნაგორიების კრებული
– ჟურნალი ,,H2SO4’’-1924 წელს გამოცემული ჟურნალის რეპრინტი
– 1910-1920-იანი წლების ლიტერატურული ჟურნალების პირველი წიგნი
თითოეული გამოცემა გამორჩეულია იმით, რომ ახლებურად, სხვა კუთხით წარმოგვიდგენს ჩვენს სახელოვან მწერლებს, პოეტებს, საზოგადო მოღვაწეებს, გასული საუკუნის ლიტერატურულ, კულტურულ თუ სულიერ სამყაროს, ყველაფერთან ერთად მათში შესულია ასევე საარქივო მასალები, მკითხველისთვის დღემდე უცნობი ლექსები, წერილები.  პუბლიკაციები, სხვადასხვა სახის ჩანაწერები,  ფუნაგორიები და პირადი წერილები,  რომლებიც დაცულია ლიტერატურის მუზეუმში.
ქართველი მკითხველისთვის ეს გახლავთ ძვირფასი საჩუქარი. გაკეთდა კიდევ ერთი ქართული საქმე, რომელიც ისევ და ისევ მაგთიკომის სახელთანაა დაკავშირებული.
მაგთიკომის სპონსორობით მზადდება ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის პირველი ვებ-გვერდი, რომელშიც გამარტივებული იქნება მუზეუმის საარქივო მასალებისა და  კოლექციების  მოძიება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ეროვნული ფასეულობების რეკლამირებას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
2011-03-29

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტთა საყურადღებოდ!

Print Version
საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტთა საყურადღებოდ!განცხადებასაქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ” თანახმად, ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის სამუშაოები განხორციელდება 2011 წლის განმავლობაში ეტაპობრივად;  პირველ ეტაპზე 2 აპრილიდან ქალაქების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების არსებული გეოგრაფიული ზონების სხვა და სხვა ფორმატის კოდები შეიცვლება ახალ ერთგვაროვანი ფორმატის  გეოგრაფიულ კოდებზე;  გარდამავალ ეტაპზე, მიმდინარე წლის 2 აპრილიდან 25 აპრილის 24:00 საათამდე უზრუნველყოფილი იქნება არსებული და ახალი გეოგრაფიული ზონების კოდების თანამოქმედება, ხოლო მიმდინარე წლის 25 აპრილის შემდეგ კი მოქმედებაში იქნება მხოლოდ გეოგრაფიული ზონების ახალი კოდები.

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების გეოგრაფიული ნუმერაციის ზონების არსებული და ახალი კოდები შემდეგია:

ქალაქი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი არსებული კოდები ახალი კოდები საქალაქთაშორისო და შემომავალი საერთაშორისო კავშირისთვის
საქალაქთაშორისო კავშირისთვის შემომავალი საერთაშორისო კავშირისთვის
1 2 3 4 5
1 თბილისი 22 32 32
2 აბაშა 212 312 412
3 ადიგენი 266 366 366
4 ამბროლაური 239 339 439
5 ასპინძა 264 364 364
6 ახალგორი 242 342 342
7 ახალქალაქი 262 362 362
8 ახალციხე 265 365 365
1 2 3 4 5
9 ახმეტა 249 349 349
10 ბათუმი 88222 222 422
11 ბაღდათი 234 334 434
12 ბოლნისი 258 358 358
13 ბორჯომი 267 367 367
14 გაგრა 443 443 443
15 გალი 447 447 447
16 გარდაბანი 272 372 372
17 გორი 270 370 370
18 გუდაუთა 444 444 444
19 გულრიფში 448 448 448
20 გურჯაანი 253 353 353
21 დედოფლისწყარო 256 356 356
22 დმანისი 260 360 360
23 დუშეთი 246 346 346
24 ვანი 232 332 432
25 ზესტაფონი 292 392 492
26 ზუგდიდი 215 315 415
27 თეთრიწყარო 259 359 359
28 თელავი 250 350 350
29 თერჯოლა 291 391 491
30 თიანეთი 248 348 348
31 თიღვი 374
32 კასპი 271 371 371
1 2 3 4 5
33 ლანჩხუთი 210 310 494
34 ლაგოდეხი 254 354 354
35 ლენტეხი 237 337 437
36 მარნეული 257 357 357
37 მარტვილი 218 318 418
38 მესტია 410
39 მცხეთა 273 373 373
40 ნინოწმინდა 261 361 361
41 ონი 473
42 ოზურგეთი 296 396 496
43 ოჩამჩირე 445 445 445
44 რუსთავი 24 34 341
45 საგარეჯო 251 351 351
46 სამტრედია 211 311 411
47 საჩხერე 235 335 435
48 სენაკი 213 313 413
49 სიღნაღი 255 355 355
50 სოხუმი 442 442 442
51 სტეფანწმინდა 245 345 345
52 ტყიბული 297 397 497
53 ტყვარჩელი 446 446 446
54 ფოთი 293 393 493
55 ქარელი 269 369 369
56 ქედა 88235 235 425
1 2 3 4 5
57 ქობულეთი 88236 236 426
58 ქუთაისი 231 331 431
59 ყვარელი 252 352 352
60 ჩოხატაური 219 319 419
61 ჩხოროწყუ 217 317 417
62 შუახევი 88239 239 424
63 ცაგერი 238 338 472
64 ცხინვალი 244 344 344
65 წალენჯიხა 216 316 416
66 წალკა 263 363 363
67 წყალტუბო 240 340 436
68 ჭიათურა 279 379 479
69 ხარაგაული 233 333 433
70 ხაშური 268 368 368
71 ხობი 214 314 414
72 ხონი 295 395 495
73 ხულო 88238 238 423
74 ხელვაჩაური 88222 222 427
75 ჯავა 347

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მიერ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის განხორციელების წესი უცვლელი რჩება და ცვლილება შეეხება მხოლოდ საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების კოდებს.

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში დასარეკად გამომძახებელი აბონენტი კრეფს :  +, საქართველოს კოდს-995, გამოსაძახებელი ქალაქის ახალ კოდს და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს, (მაგალითად : საზღვარგარეთიდან ქ.ქუთაისში დასარეკად იკრიფება +, საქართველოს კოდი-995, ქ.ქუთაისის ახალი კოდი -431 და გამოსაძახებელი აბონენტის ხუთნიშნა ნომერი).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :

  • 17-00-00 მაგთის ბალის, ბანისა და მაგთი ფიქსის ნომრებიდან
  • 832 17-00-00 ნებისმიერი ქსელიდან

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაოთა შემდგომი ეტაპების და ქსელების ნუმერაციაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მოწოდებულ იქნება დამატებით.

2011-03-23

80 %-იანი ფასდაკლება ფასიან ნომრებზე

Print Version
23 მარტიდან მაგთის, ბანის და ბალის ფასიან  ნომრებზე  გავრცელდეს 80%- იანი ფასდაკლება.
ნომრის შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ მოხდა ნომრის პორტირება სხვა მობილურ ოპერატორზე, მაგთიკომი იტოვებს დაკლებული თანხის ანაზღაურების უფლებას. თანხის დაბრუნება არ ეხება  შიდა ქსელში პორტირებულ ნომრებს.
2011-03-21

სიახლე – ილაპარაკეთ წუთში 1 თეთრად

Print Version
სიახლე მაგთის აბონენტებისთვისისაუბრეთ მაგთის, ბალის, მაგთი ფიქსის და ბანის 2 მილიონზე მეტ აბონენტთან და საქართველოს ნებისმიერ ფიქსირებულ ქსელთან წუთში 1 თეთრად .
მოცემული პირობით 30- დღიანი სარგებლობის ღირებულებაა 1 ლარი.ზარის წამოწყება: მაგთიდან – 10 თეთრი
გასააქტიურებლად აკრიფეთ: 111 და OK
1 თეთრიანი ტარიფის გასაუქმებლად აკრიფეთ 1110 და OK

2011-03-15

აპრილიდან იცვლება მაგთის სტანდარტული ტარიფი

Print Version
გაცნობებთ, რომ აპრილიდან იცვლება მაგთის სტანდარტული ტარიფი. პირველი წუთის შემდეგ, მაგთიკომის ქსელში და ნებისმიერ ფიქსირებულ ქსელზე  წუთის ღირებულება გახდება 1 თეთრი. ჯეოსელზე და ლაილაიზე 10 თეთრი, ბილაიანზე კი  16,8 თეთრიპირველი წუთის ღირებულება – 24 თეთრი


2011-03-10

ფასდაკლება ბლექბერი ინტერნეტ-სერვისზე

Print Version
ფასდაკლება ბლექბერი ინტერნეტ-სერვისზე
ბლექბერი ინტერნეტ-სერვისის მომხმარებლებისთვის, 30-დღიანი სარგებლობის  საფასური 15 ლარია.
სერვისის გასააქტიურებლად აკრიფეთ * 121# OK. და მიჰყევით ინსტრუქციას.


2011-03-01

მარტის საჩუქრები

Print Version
აირჩიე მარტის საჩუქარი
“აირჩიე საჩუქარი” – აქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, 2011 წლის ბოლომდე, ყოველთვე აირჩიოთ საჩუქარი
მაგთი გთავაზობთ საჩუქრებს – თქვენ ირჩევთ!
მარტში აირჩიეთ:
– საყვარელ ნომერთან* საუბარი წუთში 1 თეთრად (ზარის წამოწყება – 10
თეთრი)
– SMS  3 თეთრად
– ღამის პირველიდან დილის  შვიდ საათამდე  მაგთიკომის აბონენტებთან
საუბარი წუთში ერთ თეთრად (ზარის წამოწყება – 10 თეთრი)
* საყვარელი ნომერი უნდა იყოს მაგთის, ბალის, ბანის ან მაგთი ფიქსის.
თუ ჯერ არ ხართ მაგთის აბონენტი
ჩაერთეთ ქსელში 2 ლარად,
აკრიფეთ *102# OK , ანგარიშზე დაიბრუნეთ 1 ლარი,
ავტომატურად გახდით აქცია “აირჩიე საჩუქრის” მონაწილე და
თავად აირჩიეთ მიმდინარე თვის საჩუქარი.
თუ უკვე ხართ მაგთის აბონენტი
აკრიფეთ *102#  OK, და მხოლოდ 1 ლარად ჩაერთეთ აქციაში “აირჩიე საჩუქარი”.
პორტირებული აბონენტი, ანუ თავისივე ნომრით სხვა ქსელიდან გადმოსული აბონენტი უფასოდ ჩაერთვება აქციაში


2011-02-25

ცვლილება საქართველოს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების კოდებში

Print Version
გაცნობებთ, რომ 1 მარტიდან იცვლება საქართველოს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების კოდები. 4  აპრილამდე, გარდამავალ პერიოდში, ახალი კოდების პარალელურად შეგიძლიათ ისარგებლოთ ძველი კოდებით.
მაგთის, ბალის, ბანისა და მაგთი ფიქსის ნომრებიდან, საქართველოს ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით, ზარი უნდა განახორციელოთ შემდეგი პრინციპით:
8,  ქალაქის კოდი, აბონენტის ნომერი და OK


2011-02-24

მაგთის VIP კლუბის პრეზენტაცია

Print Version
24 თებერვალს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე
მაგთი კლუბში /რუსთაველის 22/ გაიმართება
მაგთის VIP კლუბის პრეზენტაციამაგთის აბონენტთა ოჯახის ერთგული წევრების დაფასებისა და მადლიერების ნიშნად კომპანია “მაგთიკომმა” დააარსა მაგთის VIP კლუბი.
მაგთის VIP კლუბი კიდევ უფრო სასიამოვნოს და კომფორტულს გახდის კომპანიასთან ურთიერთობას, და ხაზს გაუსვამს კლუბის წევრების პრესტიჟს. მაგთის VIP კლუბის წევრებისათვის დაგეგმილია მთელი რიგი განსაკუთრებული შემოთავაზებებისა და შეღავათებისა, როგორც მაგთიკომის, ასევე მისი პარტნიორი კომპანიების მხრიდან. ამასთან ერთად, მაგთის ქსელში VIP კლუბის წევრების დანახარჯების ნაწილით და მაგთიკომის მიერ გამოყოფილი სახსრებით, დაიგეგმება და შესრულდება საქველმოქმედო პროექტები, კულტურული და გასართობი ღონისძიებებიპრეზენტაციას დაესწრებიან მაგთის VIP კლუბის წევრები – საქართველოს ბიზნესწრეების, კულტურისა და მასმედიის თვალსაჩინო წარმომადგენლები, მაგთიკომის გენერალური დირექტორი და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.


2011-02-15

ნომრის შეუცვლელად გახდით მაგთიკომის აბონენტი და ისარგებლეთ საუკეთესო ქსელით

Print Version
ნომრის შეუცვლელად გახდით მაგთიკომის აბონენტი, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ბრენდი (მაგთი, ბალი,ბანი) და ისარგებლეთ საუკეთესო ქსელით.ნომრის პორტაბელობა, გაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი ნომრის შეუცვლელად, ჩაერთოთ თქვნთვის სასურველი ოპერატორის ქსელში.რატომ მაგთიკომი?მაგთიკომის ყველა ბრენდი ერთმანეთთან განსხვავებული, დაბალი ტარიფით ურთიერთობის საშუალებას იძლევა, ეს კი სტიმულს გაძლევთ, რომ თქვენ და თქვენი გარემოცვა გახდეთ ჩვენი გუნდის წევრები.მაგთის უპირატესობები:

ბალის უპირატესობები:

ბანის უპირატესობები:


2011-02-07

ერთგულების ბონუს-წუთები მაგთისგან

Print Version
მაგთის იმ აბონენტებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში არიან ქსელში ჩართული და ითვლებიან ჩვენს ერთგულ აბონენტებად.მიმდინარე  თვეში ნომრის ანგარიშიდან დახარჯული თანხის გარკვეული პროცენტი ბონუს-წუთების სახით,  ანგარიშზე საჩუქრად დაირიცხება  მომდევნო თვეში.
დარიცხული ბონუს-წუთებით შესაძლებელია მაგთის, ბალის, ბანისა და მაგთი ფიქსის ნებისმიერ აბონენტთან საუბარი.ბონუს-წუთების  რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თანხა დაიხარჯა ნომრის ანგარიშიდან წინა თვეში და რომელი წლიდან არის ნომერი მაგთის ქსელში ჩართულიგაითვალისწინეთ:
• ბონუს-წუთების მისაღებად აუცილებელია ნომრის ანგარიშიდან წინა
თვეში დახარჯული იყოს მინიმუმ 5 ლარი. დახარჯულ თანხად არ
ჩაითვლება “თანხის გადარიცხვის სერვისით” სხვა აბონენტისათვის
გადარიცხული თანხა.
• ბონუს-წუთების გამოყენებისთვის ნომერი უნდა იყოს ორმხრივად ჩართული.
• ბონუს-წუთების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.


2011-02-07

დაბადების დღის საჩუქარი მაგთისგან – უფასო SMS-ები და 1000 წამი

Print Version
დაბადების დღის საჩუქარი  – უფასო SMS-ები და 1000 წამი მაგთის, ბალის, ბანისა და მაგთი ფიქსის ნებისმიერ აბონენტთან სასაუბროდდაბადების დღის საჩუქრის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია – SMS-ით გააგზავნეთ თქვენი დაბადების რიცხვი და თვე  ნომერზე 121 (მაგ. თუ დაბადებული ხართ 18 მარტს ინტერვალის გარეშე აკრიფეთ 1803).გაითვალისწინეთ:
•    საჩუქრის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ სწორად
•    საჩუქრის გამოყენებისთვის ნომერი ჩართული უნდა იყოს ორმხრივად
•    დარიცხული  წუთების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დროს

•    უფასო SMS-ების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ დაბადების დღეზე (24 საათის განმავლობაში, მაქსიმუმ 1000 SMS).


2011-02-04

აქცია სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულების თანამშრომლებისთვის

Print Version
აქცია სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულების თანამშრომლებისთვის, მაგთი ფიქსის ქსელში ჩართვა მხოლოდ 10 ლარად
ყველა პედაგოგს, მეცნიერ-მუშაკს, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულების ნებისმიერ თანამშრომელს, მაგთიკომი გთავაზობთ მაგთი ფიქსის ქსელში ჩართვისა და მოსახურების განსაკუთრებულ პირობებს:
გაწევრიანდით მაგთის მეცნიერთა და პედაგოგთა კლუბში, ჩაერთეთ  მაგთი ფიქსის ქსელში 10 ლარად, ანგარიში შეავსეთ 5 ლარით, მიიღეთ ტელეფონი და ისარგებლეთ უპირატესობით ესაუბროთ მაგთის, ბალის, ბანისა და მაგთი ფიქსის ნებისმიერ აბონენტს  შეღავათიანი ტარიფებით
იმისათვის, რომ ჩაერთოთ მაგთი ფიქსის ქსელში, მობრძანდით
მაგთიკომის მომსახურების ნებისმიერ ოფისში, თუ ხართ მაგთის მეცნიერთა და პედაგოგთა კლუბის წევრი,  წარმოადგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, თუ არ ხართ კლუბის წევრი,  პირადობის მოწმობასთან ერთად  ცნობა თქვენი დაწესებულებიდან.
აქცია გრძელდება 1 ივნისამდე და მისი პირობებით სარგებლობა შეუძლია სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულების ნებისმიერ თანამშრომელს


2011-02-03

აქცია: აირჩიეთ მომსახურების პაკეტი მაგთი 30 და ისარგებლეთ შეღავათიანი პირობებით

Print Version
აქცია! მაგთი საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ მომსახურების პაკეტი “მაგთი 30” და ისარგებლოთ შეღავათიანი პირობებით.
– მაგთის, ბალის, ბანისა და მაგთი ფიქსის აბონენტებთან სასაუბრო 180 წუთი
– საქართველოს სხვა მობილურ ოპერატორებთან და ფიქსირებულ ქსელებთან
სასაუბრო 60 წუთი
– 60 SMS
– მობილური ინტერნეტის 10 მეგაბაიტი
შესაძლებელია  50 მეგაბაიტის*  1 ლარად შეძენა
* 50 მეგაბაიტიდან გამოუყენებელი ერთეულები 30 დღის შემდეგ უქმდება
აღნიშნული წუთებით და ერთეულებით სარგებლობა შეგიძლიათ პაკეტის გააქტიურებიდან 30 დღის განმავლობაში.
პაკეტის ღირებულება – 30 ლარი.
გაითვალისწინეთ: დარიცხული მეგაბაიტებით სარგებლობას შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნომერი ჩართული იქნება ორმხრივად,  წუთებით და sms-ებით  სარგებლობა კი შესაძლებელია ცალმხრივად გათიშული ნომრიდან, უარყოფითი ბალანსის შემთხვევაშიც. შეძენილი წუთები და ერთეულები  30 დღის შემდეგ შეგენახებათ პაკეტის ხელახალ გააქტიურებამდე და დაემატება ახლად შეძენილ ერთეულებს. თუ 6 თვის განმავლობაში არ მოხდა პაკეტის გააქტიურება, შენახული ბონუსები გაგიუქმდებათ.
მომსახურების  პაკეტის ასარჩევად
აკრიფეთ 3003 OK და მიჰყევით ინსტრუქციას.
ან *111# OK და მიჰყევით ინსტრუქციას.


Leave a comment