გეომეტრიული პროგრესი

დღე მზიანი, დღე ჭვარტლიანი, დღე წვიმიანი და დღე ბურუსიანი. ყველა ეს დღე ნანახი და გამოვლილი მაქვს. ვარ პიროვნება, მაშასადამე ვარ ინდივიდი, მგონი ადამიანიც, რომელსაც რაღაც ელემენტარული სოციალური მოთხოვნე სჭირდება. ვარ ადამიანი, რომელსაც მეტყველების უნარი შესწევს და გააჩნია ემოციები. ვარ ადამიანი, რომელსაც ხანდახან მოპერება მინდება ან პირიქით მინდა რომ სხვას მოვეფერო და ბოლოს, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ვარ ადამიან, რომელსაც სიყვარული შეუძლია.

არითმეტიკული გეომეტრიულისგან იმით განსხვავდება, რომ ის ბევრად სწრაფად მრავლდება. ტვინის მიდამოებში გამოყოფილი სითხე ჯერ არითმეტიკული პროგრესით მრავლდება და თუ ადამიანი მოგეწონა გეომეტრიული პროგრესი ერთვის შემდეგ. მაქვს ამბიცია იმისა, რომ გრზნობის გადმოცემა შემიძლია სხვადასხვა სახით, ეს იქნება მოფერებით, კოცნით, შეხედვით, მოკითხვით თუ სიტყვების საშუალებით.

მე მიყვარს ცხოვრება, ოღონდ გიჯური ცხოვრება. მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ოგონდ გიჯური ურტიერთობა. მიყვარს გართობაც ოღონდ გიჯური გართობა და მიყვარს სიყვარული, ოღონდ გიჯური სიყვარული. ადამიანი თუ მიღირს ურთიერთობისთვის, მისთვის ყველაფერს ვაკეთებ, ნუ რა თქმა უნდა ბევრი არ არის ამ სიაში, თითზე ჩამოსათვლელი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი.

ხმამაღლა ვამბობ, რომ მე ის მიყვარს. მიყვარს მისი ყველაფერი დაწყებული ფეხის ფრჩხილიდან დამთავრებული თმის ღერამდე. მიყვარს მისი სურნელი, მისი ხმა, მისი ქცევა, მისი დებილობები, მისი კანი, მისი თვალები, წარბები, მისი ხელის თითები. თავიდან ვიტყვი იმასაც, რომ არ მიყვარდა. დღეს კი საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. მე მისი სულიც კი მიყვარს. მისი ბავშვური გამოხედვა, მისი დებილი თვალები. ის მე თავდავიწყებით მიყვარს. ვცდილობ დავივიწყო, მაგრამ არ გამომდის. თავს არ ვაბეზრებ, რადგან ვიცი, რომ მას მე არ ვუყვარვარ და აზრიც არ აქვს ჩემ მცდელობას. თავს არ ვაბეზრებ იმის გამო, რომ მე იგი მიყვარს. თავს არ ვაბეზრებ იმის გამო, რომ არ მინდა გული კიდევ უფრო მეტკინოს.

სიყვარული ყველაზე დიდი ეგოისტური გრძნობაა გრძნობათა შორის. აი მაგალითად: გინდა რომ კარგად გრძნობდეს თავს იმის გამო, რომ შენც კარგად ხარ ამ დროს. ზრუნავ მასზე, რადგან ეს მას სიამოვნებს და ამ დროს შენც კარგად ხარ. თუ მას უყვარხარ შენ ბედნიერი ხარ ამის გამო და სიხარულისგან არ იცი რა გააკეთო. მასთან გინდა ყოფნა იმის გამო, რომ შენ გრძნობ კარგად თავს მასთან.

შეიძლება ეს პოსტი რომ გადავიკითხო რამოდენიმე ხნის შემდეგ გამეღიმოს კიდეც. არ ვიცი არ ვიცი, ფაქტი ის არის, რომ თავდავიწყებით მიყვარს და არ მინდა რომ ეს გრძნობა განელდეს. არც ის მინდა, რომ პლატონურ სიყვარულში გადაიზარდოს, როდესაც მე მიყვარს ის და მას კი პლატონი დღნავს…

ჩემში სიყვარულის გეომეტრიულმა პროგრესმა დაასრულა ზრდა. ამაზე მეტიც არ მინდა, რადგან გავჭედავ. მთავარი იცით ხალხნო რა არის? მე ის მიყვარს სადაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, თუ გინდ სხვასთან იყოს. მე ის მიყვარს მთელი სულით და გულით. მე ყველაფერს მაინც გავაკეთებ მისთვის. ცუდად გამომდის, მაგრამ ვაკონტროლებ მის სწავლას, მის ქცევას, მის პირადს. თვალყურს ვადევნებ და ვერ დავუშვებ რამე ცუდი რომ დაემართოს ან ვინმემ რამე დაუშავოს. ეს თუ მოხდა სხვა ზომები არსებობს ამისთვის და ამას აუცილებლად გამოვიყენებ. უბრალოდ აი მე ის მიყვარს. აი აი აი ძალიან მიყვარს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ თუ როგორ მიყვარს. თავს შევაკლავ ვინმეს მაგის გამო ისე მიყვარს. ის ჩემი დებილია და მე მაინც მიყვარს🙂