ვგიჟდები ექსტრემზე, ვგიჟდები გართობაზე, ვგიჟდები “ღლამურულ” საღამოებზე. ვისაც როგორ გინდათ ისე ჩამითვალეთ, მაგრამ ვგიჟდები პერო ხელში რომ მიჭირავს და ვიქნევ “ვოკრუგ სვეტა”🙂

რამოდენიმე წლის წინ ჩემი საღამო ასე იწყებოდა და მთავრდებოდა.
ვიცვამდი იმ ტანსაცმელს, რომელშიც კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ნაკლებად მაინტერესებდა ხალხის აზრი. არც ახლა განვიცდი “დაკიდების” დეფიციტს. მიკვირს ასე რომ შევიცვალე. ცოტა დავწყნარდისავით, კრუხად ვიქეცი, მაგრამ გამოსწორებას ვაპირებ😉

თქვენც გირჩევთ ფიფლ ლაღ ცხოვრებას. გამოდით სახლიდან და აქნიეთ მენჯები დაღლამდე და დილამდე.

თქვენ არ იცით მე რა შემემთხვა რამოდენიმე წლის წინ, როცა ექსტაზის ნახევარი ტაბლეტი ვიპოვნე. დისკოზე ვიღაც “ტიპს” ალბათ დაუვარდა სიგარეტის ყუთი. ყუთს ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა მისი საეჭვო სიმსხვილე. ანუ ყუთი იყო გამოტენილი სალფეთქით. შიგ სხვადასხვა სახის სიგარეტის ღერები იყო. ამ სალფეთქში კი გახვეული იყო ნახევარი ტაბლეტი ექსტაზი. <როგორ გავარკვიე და ვისთან, ამას ვერ დავწერ მისივე უსაფრთხოების გამო>🙂

იმ წელს ზღვაზე წავედი მე საცოდავი და ნეტა არ წავსულიყავი🙂 დიდის ამბით გავიყოლე ეს ჩემდა ჭირად ნაპოვნი ნახევარ-ტაბლეტა ექსტაზი🙂 დისკოს დაწყებამდე ისეთი გამოვიპრანჭე და როგორც ვიტყვი ხოლმე დავიმხე ტრილიაჟი თავზე, ავ თვალს არ დავენახვებოდი. კოპწია ვიყავი, კოპწია ნუ იტყვი🙂 ჩავედი მე გაჭირვებული დისკოზე იმ იმედით, რომ მოვკვდებოდი ცეკვით. გზად გადავყლაპე ინდაურივით ექსტაზი. გზაში ჩემით ვირთობდი თავს და ვტინგიცობდი. შევედი კლუბში. აქ კი “დამერხა”. ბედის ირონია :@ დასცხო წვიმამ და რა დასცხო. ხალხი არ მოვიდა საკმარისი რაოდენობით “ტანცი-მანცი-შვანცი” რომ დაწყებულიყო. მეც ჩამოვჯექი იქვე კრესლოში. ვწრუპავ თვალებდაკარკლული ფორთოხლის წვენს, რომელიც ჯინით იყო გაზავებული და გადმომაყენა ლამის სათვალეებიდან. ვგრძნობ რომ ჰაერი აღარ მყოფნის, გულის კუნთი მოდუნებულია და ძალა აღარ შემწევს სუნთქვისთვის. შემრჩა ასე ხახვივით გადაყლაპული ეს შენი ექსტაზი. ლამის იქვე ფეხები ვფშიკე ცოტა დამაკლდა. როგორც იქნა წვიმამ გადაიღო და ხალხი შემოეყარა ნახირივით. ლამის სმს გავგზავნე მიქელასთან ისე ვიყავი.
დაიწყო ხალხმა “ძიგძიგი”. პორთხვით მივედი იმ ადგილას სადაც თინეიჯერებით იყო გაჯერებული სატანციმანცი ადგილი. ეგონათ უგონო მთვრალი ვიყავი. რას ვგავდი ნეტა გენახათ. წამომაყენეს ფეხზე და ძლივს ავამოძრავე სხეული. ფილმი “ადრენალი” ვისაც უნახავს, ზუსტად ისე დამემართა მეც. ცეკვა და კლაკნვა რომ დავიწყე (იმასაც თუ ცეკვა ერქვა), კაცი/ქალი არ “გავმაზე” ყველას ვეცეკვებოდი სქესისდა მიუხედავად.ოღონდ მეცეკვა მაგას დავეძებდი ვის ვეცეკვებოდი?! :@ ლამის ბიჭებმა დამიფინეს წიხლქვეშ მე უბედური ჩვენ გოგოებს რატომ ეცეკვებიო. ნეტა ცოდნოდათ რა სიტუაციაში ვიყავი და მგონი აქეთ გამოეშვათ დედამისი ჩემთან საცეკვად🙂

ჩემი “პერო ფართი” გაგრძელდა ასე დილამდე. ვცეკვავდი და არ ვისვენებდი გათენებამდე. ისე გარიჟრაჟდა, ვერც კი გავიგე. ყველაზე მეტი უბედურება კი ის იყო, რომ ნარკოტიკი ვერ გამოვიდა ბოლომდე ორგანიზმიდან და შემდგომი 2 დღე როცა ლუდს ვსვავდი რეაქცია ხდებოდა. ისეთი გაბრუებული დავდიოდი ქობულეთის ქუჩებში, მეშინოდა პატრულს არ გავეჩერებინე, ამიტომ სადმე ვჯდებოდი, რომ ცოტა გამოვსულიყავი.

და მაინც, არ ვნანობ ამ ყველაფერს. ხვალ, ზედ შეიძლება უარესიც გავაკეთო იმის გამო, რომ არ ვარ მთლად დალაგებული🙂 ვფიქრობ ცოტა გიჟიც უნდა იყოს ადამიანი, ცოტაც ექსტრემალი, ცოტა აღვირახსნილიც და ცოტა ექსიბიციონისტიც🙂

ასე, რომ მე ისევ ფორმაში ვარ რომ ამჯერად 1/3 ექსტაზი დავლიო და 1 კვირა ვიტუნტრუო🙂

ტუნტრუცა და ცქვიტინა, ნოჩურა🙂