კარგად მახსოვს 2010 წლის 5 ივლისი იყო. ნეტა 9 საათზე მაინც დამეყენებინა ეს წყეული მაღვიძარა. წაიღო ტვინი! რა არის, რომ ამიწეწოს ამ დილაუთენია ნერვები. ცალი თვალი გავახილე, გავიქნიე ხელით და მივასხმევინე ტვინი კედელზე. როგორც იქნა წამოვკრიფე ჩემი ძვლები საწოლიდან. ნახევრად მძინარე მივლასლასებ ენაგადმოგდებული ქამელეონივით პლაჟისკენ. რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა იყო, რომ წამოვკარი რაღაცას ჩლიქი და ლამის იქვე მხურვალე ქვებზე განვუტევე სული. ოხ, ჩემ ნერვებს კიდე ეგ უნდოდა?! სიმწრისგან აღარ ვიცოდი მეყვირა თუ მეტირა. წამოვდექი და რას ვხედავ, ძველი ჭუჭყიანი ბოთლი ქვებს შორის იყო ჩაჩრილი. ჯერ ისე რას ვგავარ და ტკივილისგან უფრო მეტად დამანჭული სახით მივაშტერდი ბოთლს დაჟინებული მზერით. მუქ ტარაში რაღაც დახვეული ფურცელი დიაგონალურად თავს ხან ერთ მხარეს მიახეთქებდა, ხან მეორეს. ძლივს მოვხსენი მოძველებული საცობი და ფრთხილად გამოვაძვრინე ჭოგრიტივით დახვეული წერილი. ზღვაში ჩასვლა ვის ახსოვდა, გამოვფხიზლდი ხელად. დავეშვი პლაჟზე. ნაპირზე ჩემი კვადრატი მოვიზომე და მივეცი კითხვას წყნარ ტალღებთან ერთად. წერილის ტექსტი კი შემდეგნაირად ჟღერდა:

– თუ ეს “ბუტილკა” მიიღე, ესე იგი მე უკვე აღარ ვვარსებობ. თუ ეს წერილი წაიკითხე ნიშნავს იმას, რომ შანსი გაქვს მოხვდე იმ ადგილას სადაც განძია დამალული. მე კაპიტანი მურთაზი ვარ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ იქ მეორედ მოხვედრა სადაც შენ შეგიძლია აღმოჩნდე მალე. იჩქარე! ამ განძის მოპოვება საკმაოდ რთულია, მაგრამ მე გაგიმარტივებ პოვნას რიგი რებუსებით თუ მინიშნებებით, ოღონდ ყურადღებით დააკვირდი წინადადებებს.

შენ ახლა სადაც ხარ არ დაგჭირდება იმ ადგილამდე მისასვლელად 450-460 კილომეტრი როგორც ჩვენ. არც გემით ცურვა არ მოგიწევს უკიდეგედანო ზღვაში. ისე ვერმუტი გიყვარს? ალბათ კი, რადგან თუ ვერმუტი არ გიყვარს, აზრი არ აქვს, მაინც ვერ მიაგნებ დამალულ განძს. – ცოტა არ იყოს და თვალები დავკარკლე რადგან თავიდან ვერ ვხვდებოდი მინიშნება იყო თუ ირონიულად დასმული კითხვები, რაზეც პასუხს ვერასოდეს მიიღებდა… – სუბტროპიკული ხეები ალბათ გიზიდავს და ასევე მწვანეში ჩაფლული მთები. ალბათ ზღვა, ტალღები, ჭირი, ჯანდაბა, სიცხე და სიკვდილიც მოგწონს რაც მე დამატყდა თავზე სანამ ამ წერილს ვწერ🙂 მე მაპატიეთ ცოტა ავღელდი. ჩემსავით ნევროზიანს თუ ჩაუვარდა ეს ბოთლი ხელში კარგად ქონია საქმე. დამშვიდდი, დაწყნარდი შენ უკვე მიზანთან ხარ. მიმოიხედე ირგვლივ. აუცილებლად მზიანი დღე უნდა იყოს რომ განძს მიაკვლიო და იცი რატომ? მხოლოდ დარში თუ დაგჩხავლებენ და დაგანკლინტავენ თავზე თოლიები ლაზურად. იმ ადგილის ქვეშ მდებარეობს განძი საიდანაც ამ სიტყვების პირველი ასო იწყება “მე არაყმა რომ თრობა იხალისე ნომერში იასნა” (მე მაპატეთ ცოტა მეტი ვერმუტი მომივიდა).

1572 წლის, 19 ოქტომბერი
პატივისცემით, მურთაზ მართინ მარტინოვი

პ.ს.
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გავიდა თითქმის 1 წელი. არავისთვის არ მითქვამს წერილის შესახებ. 29 ივნისს თვალი მოვკარი მართინის გვერდს და მაშინ გაიხსნა ჩემს წინ ყველა კარტი თავისით. აი თურმე რაზე მიმანიშნებდა კაპიტანი მურთო. აი თურმე სად იმალება განძი.

ამ წერილს კი ვწერ იმისთვის, რომ რა ვიცი იქნებ მეც მურთაზის ბედს ვიზიარებ და მკითხველო, თუ რამეა კვარიათში მეძებეთ ჩაფლული. რომ მიცნოთ თავით ვიქნები ჩარგული პლაჟზე🙂

მიყევით ბმულს და იქ “უქენით” “ლაიქი”😀 – http://martini2011.blogspot.com/2011/06/blog-post_413.html