პერომოგესალმებით ხალხნო და ჯამაათნო. მინდა ერთ ისეთ პრობლემას შევეხო, რომელიც უკვე არსებობს წლების მანძილზე და საშველი არსაიდან არ ჩანს…

პრობლემა ალბათ ჩემთვის არის, რადგან ამ თემაზე გადავწყვირე ორიოდე სიტყვის დაწერა.

მოკლედ საქმე იმაშია, რომ, რამდენიმე დღის წინ ვისხედით ჩემს მეგობართან სახლში. ტელევიზორიდან არაერთხელ მოგვესმა სიტყვა “ბაიერი”. რეპორტაჟი ეძღვნებოდა ქართულ კონიაკს და ამ სტატიის მკითხველმა დარწმუნებული ვარ თავიდან ვერ მიხვდა თუ რას ნიშნავდა სიტყვა “ბაიერი”, ან ახლაც ფიქრებშია🙂

არ დავასახელებ ტელეკომპანიის სახელს და გვარს, მითუმეტეს მამის სახელს🙂 იმდენად უცხო სიტყვა აღმოჩნდა ჩვენთვის, რომ თავიდან ვერც კი მივხვდით რას ნიშნავდა. თ ურმე “ბაიერი” = “მყიდველს” (Bayer).

გილოცავთ ჟურნალისტო, თქვენ კიდევ ერთი სიტყვა შეგვასწავლეთ თქვენს მიერ “მომზადებული მასალიდან”, უკაცრავად “ნიუსიდან”🙂

გილოცავთ, თქვენ კიდევ ერთხელ გადმომხედეთ ეკრანის მეორე მხრიდან ზემოდან და დამამცირეთ, რადგან ვერ მივხვდი თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვა.

გილოცავთ, თქვენი ადგილი არა ტელეკომპანია “”-ში, არამედ CNN და BBC-შია🙂

ვაფასებ თქვენს პედანტიზმს, ასევე დასაფასებელია ის, რომ გუმლავიწყი არ ხართ და ე.წ. “პერო” კვლავ თავის ადგილზე გაქვთ🙂

გილოცავთ, თქვენ შეძელით 83 წლის ბებიაჩემისთვის საქმე გამოგეჩინათ და “პორფავორე” და “პორქეს” გარდა “ბაიერიც” შეასწავლეთ.

და მაინც… მერე რა რომ მე პროვინციელი ვარ, მერე რა რომ მოხუცი ვარ, მერე რა რომ მშობლიური ენის გარდა სხვა ენა არ ვიცი, მერე რა რომ “აი ჰევ ნოთ გოთ პერო ინ დი ესს ეზ იუ”… მე მაინც გიყურებთ შორიდან და მეცინება თქვენ სნობიზმზე!

და ბოლოს… დიდი მოწიწებით გთხოვთ, ნუ მასტურბირებთ თქვენი ერუდიციით – რჩევა from me🙂

Sincerely, non-პერო ნოჩურა🙂