ვინ იცის რამდენს სტანჯავს თავისი უმისამართო რწმენა… ვინ იცის, რამდენს ჰგონია, რომ ღმერთი სწამს და ამავდროულად დიდ ცოდვაში დგამს ფეხს… რამდენს ჰგონია, რომ თუ საქართველოში ცხოვრობს, მას გარანტია აქვს იმისა, რომ ცოდვები მიეტევება, რადგან ის წმიდა მარიამის ე.წ. წილხვედრ მიწაზე დაიარება… ან და ვინ იცი, რომ თუ სხვას ურჩევ რომელიმე ღმერთის მიმართ ღწმენას ეს იმაზე მეტი ცოდვაა, ვიდრე საერთოდ არ გწამდეს ღმერთი… ან ვინ აწონა ცოდვები… ან ვის ძალუძს მაიძულოს ვირწმუნო ღმერთი/ები, როდესაც ამავდროულად გვეუბნებიან და გვასწავლიან, რომ ღმერთი ერთია… რა ვირწმუნოთ ან ვის დავუჯეროთ, ბიბლიას თუ ჩვენს ნათესავს, რომელიც გვეკითხევა გვყავს თუ არა მოძღვარი და თუ ჩვენ ვუპასუხებთ, რომ არა ესე იგი ჩვენ “იაღოველები” ვყოფილვართ… არა და ზუსთად იაღოველებს ემსგავსება თვითონ ის, ვინც გვაჩეჩებს ჩვენთვისვე გაუაზრებელ სარწმუნოებას, რომელსაც “ქრისტიანობა” ჰქვიან…

დაფიქრებულხართ თუ არა იმაზე, როდესაც წირვიდან გამოდიხართ სულიერად დამშვიდებულნი, როგორღაც მიაღწიოთ შემდეგ კვირამდე შედარებით მსუბუქად ისე, რომ ერთი კვირის მანძილზე არავის ეჩხუბოთ, არც ეკამათოთ, შეინახოთ მარხვა, არავინ განიკითხოთ… ფიქრობთ, რომ წირვაზე სიარული, მარხვის შენახვა და კიდევ მრავალი სხვა ნიშნავს იმას, რომ თქვენ ქრისტიანობის არსი იცით თუ რაში მდგომარეობს? ბევრი საპირისპიროდ დამისვამს კითხვას – შენ თუ იცი?! გიპასუხებთ, რომ – არა! რადგან იმაზე მეტი ცუდი დავინახე ეკლესიაში და ეკლესიის გარეთ, რომ ჩემ ღმერთს სახელი არ სჭირდება. მივხვდი იმას, რომ რწმენას კანონები არ სჭირდება… არის ათი მცნება, მაგრამ ამ ათ მცნებაში ვერ ჩავტევთ სხვა დანანრჩენ ცოდვეს, რომელიც მეტად როგორც თქვენ ამბობთ “ქრისტეს მორწმუნენო” ბევრად სასიკვდილო და მიუტევებელია ვიდრე ათი მცნება…

მე მწამს ღმერთის და ამას ვცდილობ გამოვხატო ჩემი კარგი საქციელით, ადამიანების სიყვარულში და არა მეტანიებით, რომელსაც ვალის მოხდის მიზნით ასრულებენ… და არა მარხვის შენახვით, რომელსაც წონის დასასტაბილურებლად იყენებენ… და არა წირვაზე სიარულით, რათა გვერდით მდგომმა მეზობელმა შემამჩნიოს, რომ მასაც მორწმუნე ვეგონო…

არა თქვენ ცდებით თუ გგონიათ, რომ მე ღმერთი არ მწამს. უბრალოდ ჩემს ღმერთს არ აქვს სახელი. ღმერთი ერთია და ღმერთი ღმერთია. არ მჭირდება ღმერთან შუამავალი ეკლესიის და მითუმეტეს მამაოს სახით, რომელიც ბიზნეს ფილიალებად აქვთ გადაქცეული. არ მჭირდება მე იმ დეკანოზების მონაჩმახი, რომელიც ხალხს ეუბნება, რომ კანის ფერიდან გამომდინარე შეიძლება დაადგინო ვინ მეტად ცოდვილი ერია და ვინ ნაკლებად… არ მჭირდება ისეთი მამაო, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ჩვენ თავს უნდა მივხედოთ და გერმანიაში, ესპანეთში რა ხდება ჩვენ რაში გვაინტერესებს. ჩვენ ხომ გამორჩეული ერი ვართ და ერთადერთიც კი… არ მჭირდება ისეთი დეკანოზი, რომელიც ადამიანებს წირვისას კლასიფიკაციებად ყოფს და განიკითხავს შუა წირვაში… არც ისეთი დეკანოზი მჭირდება, რომელიც დაცინვით განიხილავს ეკლესიაში დახეული ჯინსებით შემოსულ ადამიანს. იქნებ მას როგორ სჭირდებოდა მამაოს მოსმენა, იქნებ მას როგორ სჭირდებოდა ვინმესგან დარიგება, მან კი პასუხად მიიღო ის, რომ მამაომ დაასკანირა და განიხილა შემდგომში ერთ-ერთ წირვაზე… ან თქვენ რა იცით როგორ მწამს ღმერთი და ეს რწმენა რას გამაკეთებინებს…

მე კი ერთს გეტყვით ფანატიკოსებო და ზომიერად მორწმუნე ქრისტიანებო – იყავით ყველა ადამიანის მიმართ შემწყნარებელნი. ნურავის შეაჩეჩებთ თქვენს რწმენას და ნუ ურტყავთ ჯვარს თავში, რადგან ადამიანი არის ინდივიდი, რომელსაც სრული უფლება აქვს აირჩიოს ის რელიგია საითაც გული უკარნახებს.

გფარავდეთ ღმერთი