“სახეპალმა”

მკითხე რაა, გვკითხე მაინც. “არაა მაი ქურდული საქციელი ძამია რაღაცას რომ აკეთებ და სხვას რომ არ ეკითხები”. მაგნაირი საქციელის გამო, აგერ “წრიპაც” მოაფუჭეს. ეგეც თქვენს მიერ გავრცელებული ვიდეოდან გავიგეთ. კითხვას რა უდგას წინ? იქნებ რამე ბრძნული გაიგო ჩვენგან, განსხვავებით გარშემო მდგომი პირებისგან. იქნებ არ გვაწყობს და რას გვიმალავ. გავიგეთ რა, რომ ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა. ხარობს ათასობით დაუსაქმებელი ოჯახი და ელის სამუშაო ადგილებს. აგერ 13 მაისს წყალი მოვარდა და წალეკა მთელი თბილისი. 5 ადამიანი დაიღუპა, აქედან 2 მცირეწლოვანი ბავშვი, შენ კი სლოვენიაში საქართველო–ჰოლანდიის ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად წახვედი “იმ საათში”. დაგიშალა ვინმემ?! (დაგიშალა რაა, ვერც დაგიშლიდით)  მესმის ქომაგობდი დამწუხრებულ–დანაღვლიანებული სახით, მაგრამ რა ხეირი, ვერც მაგან ვერ უშველა და ქე წავაგეთ ძამია 2 : 0

ისე, მე რომ შენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, გადავდებდი მაგ ვიზიტს სლოვენიაში და უფრო მეტად გავერკეოდი არსებულ სიტუაციაში. განვმეორდები ჩემი სტატუსით, რომელმაც ასე თუ ისე მაინც დაიმსახურა კრიტიკა:

“თუ საქართველოს პრეზიდენტი თავის სახელმწიფოს ოჯახად აღიქვამს, ხოლო ჩვენ მისი შვილები და ახლო ნათესავები ვართ, მაშინ მან დღეს 5 ოჯახის წევრი დაკარგა ადიდებული წყალდიდობის გამო. აქედან 2 მცირეწლოვანი ბავშვი იყო. მისი საქციელიდან კი იმას ვასკვნი, რომ მას სახლში 5 მიცვალებული დასვენებული ყავს, ხოლო თვითონ კი ფეხბურთის მატშზე იმყოფება.

არ ვარ ოპოზიცია და არ ვარ “ბიძინისტი” და რომ ვიყო არც მომერიდებოდა ამის დაფიქსირება.

სტატუსი დავიწყე სიტყვა “თუ”–თი. თუ ის აღიქვამს, მაშინ…
მე მაპატიეთ, მაგრამ ვერ მივიღებ ისეთ პასუხს, როგორიცაა: “იმ ბიჭებსაც ხომ სჭირდება გვერდში დგომა”, “სხვები ხომ აქცევენ ყურადღებას”, “ეს კაცი ათად ხომ ვერ გაიჭრება” და ა.შ.”

ვზივარ და ვწერ ამ პოსტს, პარალელურად შევექცევი მშრალ წითელ ღვინოს. მინდა ამ ჭიქით ჩვენი სანიაღვრე სისტემის მოშლა–არ მოშლას გაუმარჯოს. მინდა თბილისი ისეთი მშრალი ყოფილიყოს როგორც ეს წითელი ღვინო. მერე რა, რომ წყალდიდობით გამოწვეული ზარალის გამო, ხელახალი ინფრასტრუქტურისთვის რამდენიმე მილიონი ლარი გამოიყოფა. არც იმაშია პრობლემა რამდენი მილიონი გათეთრდება და ვინ გაისუქებს ჯიბეს. მთავარია წყალდიდობა ხომ გაპრავდა? აგერ მერი მთელი ღამე მორიგეობდა თქვენ გაღვიძებამდე, მერე “გაუშვით დასაძინებლად”. აგერ სასჯელაღსრულების მინისტრიც ხათუნა კალმახელიძეც პოსტზე იყო (გენდერული ბალანსი დაცულია) და განაცხადა, რომ პატიმრებს საფრთხე არ ემუქრებაო.  ვინ იცის, იქნებ შეექმნათ პრობლემები და გვიმალავთ. რამდენიმე კვირის წინ პატიმარი ზურაბ დელიანიძის საქმეც ხომ მიიჩქმალა. სოციალურ ქსელში ოჯახის თხოვნით გავრცელებული გარდაცვლილის ფოტოებიდან საკმაოდ კარგად ჩანდა წამის ნიშნები. ამას ექსპერტის გარეშე მიხვდებოდა ნებისმიერი, მაგრამ ესეც ხომ უნდა გაპრავებულიყო და სიფილისის ბოლო სტადია “შეტენეს”. (დამოუკიდებელი ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, პატიმარი ნაწამები არ არის) ხათუნა დეიდან ესეც გააპრავა, რა ექნა, აბა ხომ არ იტყოდა ღირსი იყოვო, ან ჩემი ბრალი იყო ამ ერთხელაც მაპატიეთო… (სამინისტროს შეფასებით, სტატია ჟურნალისტის ეთიკის ნორმებს ეწინააღმდეგება, ხოლო სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ამ ინფორმაციის გავრცელებით, საჯარო გახადა ”პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია”, რის დაცვასაც მას კონსტიტუცია ავალდებულებს. 4 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში სახალხო დამცველი შეგვახსენებს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც ადამიანის პირად საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის თვითნებური გამჟღავნება დაუშვებელია, ”გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“ომბუდსმენის განცხადებას სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე 4 მაისს, დღის მეორე ნახევარში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერის საშუალებით გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ გაიმეორა მანამდე დასახელებული არგუმენტი ).

თქვენ ხომ ესეც არ განაღვლებთ, ოღონდ თქვენ იყოთ კარგად და ჩვენ ათაშანგსაც დავულპივართ… შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის რაიონის მკვიდრი, 39 წლის პატიმარი ზურაბ დელიანიძე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში 1 მაისს გარდაიცვალა.
ხო კიდევ ერთი რაღაც მინდა გკითხოთ თუ ამას კითხვა ქვია. დავითგარეჯას ამბავს მინდა შევეხო (დავითგარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანიჩიჩხიტურიაზერბაიჯანისტერიტორიაზე მდებარეობს).
დღეს ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა განცხადება: “გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში”

ნინო კალანდაძე: „დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაა“

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის, უდაბნოს მონასტრის ტერიტორია სადავო არაა და ის აზერბაიჯანის კუთვნილებაა.

მაინტერესებს რატომ ვერ ხერხდება აქამდე საზღვრის დემარკაცია და რა ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რის შემდეგ გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. 6 მაისის მაისამდე უდაბნოს კომპლექსის ტერიტორიაზე არავის ექმნებოდა შესვლის პრობლემა. ამჟამად, გარდა სასულიერო პირებისა არ უშვებენ არც მომლოცველებს და არც უბრალო ტურისტებს.

ეს ოპოზიციური პარტიებიც ძალიან მახალისებს. ოღონდ ხელმოსაჭიდი თემა ნახონ და ხელზე დახვევა მაგათზე იყოს. ჯერ ამ თითიდან გამოწოვილ თემებს წოვენ, წოვენ, წოვენ და რით ვერ მოწოვეს კი არა და გამოწოვეს, ეხლა უცებ დავითგარეჯაზე შესტკივათ გული. სად იყვნენ როცა პატიმრის საკითხს აპროტესტებდნენ (ნუ ერთი დღით, მაგრამ ხომ გაპროტესტდა – არც ერთ დღიანი აქციების არ მწამს მე თუ მკითხავთ), ნაკლებად საჭირბოროტო საკითხი იყო? არაფერი ჩვენ არ გვშველება, რადგან არც სოლიდარობა გაგვაჩნია, არც მოქალაქეობრივი ვალი და მითუმეტეს არც ერთი ადგილი გვაქვს ერთმანეთს რომ მხარში დავუდგეთ.

თქვენ კი ბატონო პრეზიდენტო:

“ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე – რაა მამული!” ცვრიანზე კი არა, მადლობას გიხდი(თ) ცოცხალი რომ ვარ და არ მტყიპავ(თ) დილა–საღამოს!

გიყურებთ მთელი ოჯახით დანიიდან! აბა გარეჯას გვართმევენ და…