ჩრდილოეთის ციალი


ევოლუციური ადაპტაცია გამოიხატება გარკვეული ნიშან-თვისებებისა და შტრიხების ჩამოყალიბებაში, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი შესაბამის საარსებო გარემოს ეგუება და სიცოცხლის შენარჩუნებასა და შთამომავლობის დატოვებას ახერხებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს პროცესი უცნაურად მიმდინარეობს და სახეობის შიგნით არსებული ჯგუფები დანარჩენებისგან მკვეთრად განსხვავებულ თვისებებს იძენენ, ზოგჯერ კი ორი შორეული სახეობა ერთმანეთს ემსგავსება.


 


● მკვლელი მთის თუთიყუში.
თუთიყუშები ცნობილი არიან, როგორც ფერადი, მეგობრულად განწყობილი ტროპიკული ჩიტები, რომლებსაც უყვართ ხილი და მარცვლეული. მრავალ ადამიანს ჰყავს სახლში თუთიყუში და გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ისინი მეკობრეების განუყრელი თანამგზავრები იყვნენ. თუმცა რაც შეეხება ახალ ზელანდიურ მთის თუთიყუშს კეას, ამ საკითხში გამონაკლისია. მისი წონა საშუალოდ 1 კგ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე კი 1 მეტრს აჭარბებს. კეა ხორცისმჭამელი თუთიყუშია და ნადირობს პატარა ფრინველებსა და ძუძუმწოვრებზე, რიგ შემთხვევებში – ცხვრებზე. დაფიქსირებულია, როგორ აგლეჯს ხოლმე კეა ცხვარს ქსოვილებს და ხარბად აცხრება ქონსა და ხორცს, რაც უმეტესწილად მსხვერპლის სიკვდილით სრულდება. კეას ასევე შეუძლია მანქანის განათების წყობიდან გამოყვანა და ფანჯრის ჩამსხვრევა. მთაში მობინადრე კეა უხეშმა გარემომ ყველაზე…

View original post 685 more words