გეშინოდეთ”მჩაგვრელი ჟანასი” ქართველო ჟურნალისტებო!!!

4 Comments

15 მარტს ფეისბუქის ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელი myvideo.ge-ზე იყო განთავსებული შემძრა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მოკლედ რომ არ გავაგრძელო წინა პოსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ – “გლდანელი გოგოები” – სარეაბილიტაციო თაობა. ვიდეოში ნათლად ჩანს როგორ უსწორდება სახელად ვარკეთილელი “მჩაგვრელი ჟანა” თავის უბნელ გოგონას რაღაც უბრალო მიზეზების გამო.

ელ-ფოსტა გადავუგზავნე Police.ge-ს. სამწუხაროდ წერილი უკან დამიბრუნდა, ანუ ადრესატამდე ვერ მიაღწია. (წერილი შეგიძლიათ იხილოთ წინა პოსტში). ამის შემდეგ გადავუგზავნე ერთდროულად ჩემს მიერ დაწერილი პოსტის ლინკი ორ ტელეკომპანიას როგორც რუსთავი 2-ს, ასევე იმედს. დღეს კი დაეთმო მოკლე რეპორტაჟი ამ საკითხს საინფორმაციო გადაცემა კურიერსა და ქრონიკაში, სადაც მიმოიხილეს თინეიჯერებში ასეთი ხშირი შეკამათება და ფიზიკური შეურაცხმყოფელი მომენტები. არაფერი არ თქმულა კონკრეტულ ვიდეოზე, გარდა იმისა რომ – ჟანამ გოგონა თმით ითრია.

მთავარია ჟურნალისტებს მიეცათ საქმე და მასალა რათა რეპორტაჯი გაეკეთებინათ არსებულ სიტუაციაზე. ზიან სოციალურ ქსელში და დაგეშებულები არიან ოღონდ სენსაციური მასალა მოიპოვონ.
ვწუხვარ, რომ ასეთ თემაზე მომიწია პოსტის დაწერა. ვწუხვარ იმაზეც, რომ შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია ამას. ვწუხვარ იმაზე, რომ ბატონი დიმიტრი შაშკინისთვის ასეთი ფაქტების არსებობამ გადააწყვეტინა მანდატურების შეყვანა სკოლებში. ბატონო დიმიტრი მინდა გითხრათ რომ, თქვენს მიერ “შეყვანილი მანდატურები” ასეთ ბავშვებს უბნებში არ აკონტროლებენ. არც ის არის ლამაზი, რომ ასეთ სიუჟეტებით იწერთ ქულებს, რადგან არაფერ კავშირშია მანდატური ჟანასთან, მითუმეტეს, რომ იგი უკვე დიდი ხანია სკოლიდან გარიცხულია.

მე მრცხვენია თქვენი ჟურნალისტებო ვინც ეს სიუჟეტი მოამზადა ნაჩქარევად, გადაუმოწმებლად, მწირი ინფორმაციის საფუძველზე და არა პროფესიონალურად. ვწუხვარ, რომ საქართველოს დემოკრატიულ ქვეყანას უწოდებენ და ამ დროს ამბობენ რომ – “ჟანას ადგილსამყოფელი ამ დროსთვის უცნობია”. ვწუხვარ, რომ არ იძიებთ სიტუაციას დეტალურად და იმ ვიდეოში მყოფი 4 პიროვნებიდან არავინ არ დაიკითხა პირადად. დავიჯერო ვინმემ გთხოვათ რომ “ლაითად” გაგეშუქებინათ ეს ამბავი იმის გამო, რომ ჟანას სიძე პატრულში მუშაობს? დავიჯერო, რომ თქვენ ვერ შეძელით ჟანამ მოძებნა ან იქ მყოფ სხვა პირებთან გასაუბრება? დავიჯერო, რომ თქვენი და, ნათესავი გოგონა, თქვენი ტინეიჯერი ქალიშვილი დაცულია ასეთი სიტუაციისგან? დავიჯერო, რომ რუსთავი 2 ან იმედი წამყვანი ტელეკომპანიაა მთელს საქართველოში?

გიპასუხებთ პირდაპირ და კონკრეტულად: – არა! თქვენ არაპროფესიონალები ხართ. თქვენ როგორც “ჟურნალისტი”, რომელიც სხვა მოქალაქეს უსვამთ ამ საკითხზე კითხვას. იქნებ თქვენივე რეპორტაჟიდან უფრო სხვა რამის დანახვა გვინდოდა. მარტივია სხვაზე ხელის შეწმენდა. თქვენ მხოლოდ იმისი გამოძიება შეგიძლიათ და გსიამოვნებთ, ვინ ვისი საყვარელია, ვინ სად მოკლეს ან გარდაიცვალა, ამბობთ ხმამაღლა გარდაცვლილის სახელს და გვარს ისე, რომ არც კი უფიქრდებით რომ შესაძლოა ამ გარდაცვლილს მისი სხვა ოჯახის წევრი ან ნათესავი დააკვდეს ნერვიულობით. არ უფიქრდებით იმას, რომ შესაძლოა ამ სახელის, ასაკის და მამის სახელით სხვა ადამიანიც არსებობდეს და სხვა ოჯახიც გადაყვეს ამას. თქვენ ხომ სხვების სექსუალური ორიენთაციის “გამოჭენებაც” გიხარიათ და სამოვნებას გგვრით, ამ დროს კი შეიძლება თქვენი და ან ძმა იყოს განსხვავებული ორიენტაციის, რომელსაც არ იმჩნევთ ან უბრალოდ არ იჯერებთ…

***

მოკლე შეფასება: – “სირცხვილია, როდესაც დაჩქარებული რეპორტაჟის გამო წამყვანი ტელეკომპანია, კერძოდ რუსთავი 2 ამბობს, რომ ვინმე “მჩაგრავი ჟანას” ადგილსამყოფელი უცნობიაო (ტერორისტებს პოულობენ)…

სირცხვილია, უხარისხო მასალის გაშუქება. სირცხვილია ამსახველ ფაქტზე ნაწილობრივი რეაგირება. სირცხვილია, რომ ვიღაცის უბედურებაზე შაშკინი მანდატურების შეყვანით ქულებს და სამწუხაროა რომ არ ვმუშაობ ომბუცმენის აპარატში წამყვან პოზიციაზე ან ჟურნალისტად”…

პ.ს.

მე როგორც რიგითი მოქალაქე კვლავაც მოვითხოვ გამოძიებული იქნეს ეს ფაქტი. დაისაჯონ, როგორც ჟანა, ასევე ამ ვიდეოს გადამღები მისი მეგობარიც სსკ-ის გათვალისწინებით. მოვითხოვ დაწვრილებით გააშუქონ ტელეკომპანიებმა მომხდარი ფაქტი. ვგმობ როგორც საქართველოს მოქალაქე ჩემ სახელმწიფოში მსგავს ქმედებებს.

ვაი თქვენ ვაი-ჟურნალისტებო.

პატივისცემით, დღეს თქვენთვის “ნოჩურა-ჟანა დამრტყმელ-მფატრავ- პირველი-ვარკეთილელი”

“გლდანელი გოგოები” – სარეაბილიტაციო თაობა

26 Comments

წინასწარ ბოდიშს გიხდით გლდანელებს და პოსტში გამოყენებული ჟარგონებისთვის.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ვიდეო სახელად “გლდანელი გოგოები” – რატომღაც იუმორთან დავუკავშირე, თუმცაღა რადიკალურად განსხვავებული სიუჟეტი დამხვდა.

მოკლედ მოგახსენებთ სიუჟეტის “დედა” აზრს, რომელიც სულ რაღაც 1 წუთი და 42 წამს შეადგენს, მაგრამ არამგონია ვინმეს დადებითი ემოციები შესძინოს როდესაც მოკლემეტრაჟიან “ბოევიკს” იხილავს.

ვიდეოს გადამღები, ე.წ. ელენე  –  “კაი, მისაღები მიიღო, მორჩა წავედით”. სიუჟეტის მთავარი გმირი ჟანა “აჩუმებს” ოპერატორს და თავის მსხვერპლს აკვირდება, უცდის შესაბამის მომენტს რათა ეძგეროს და კიდევ “დაუმატოს”. მინდა გლდანელებს ვახარო, რომ ეგ ორი ნაზი არსება, რომელსაც ბიოლოგიურად მდედრებს და ჩვენ ენაზე “გოგონებს” ვუწოდებთ, არ ჩამოუვარდებიან იმ “ბეზ პრეძელ ბიჭუნებს”, რომლებიც პერიოდულად გვევლინებიან ჩვენს “დემოკრატიულ სახელმწიფოში”. ჩვენი ორი მასკულანი ჯიგიტი სუსტი სქესის ია-ენძელა ვარკეთილიდან გახლავთ და ისინი არა ერთ ასეთ სიტუაციაში არიან შემჩნეულნი. (ჟანა განსაკუთრებით). მინდა აქვე მოგიხადოთ ბოდიში ყველა გლდანელს, რადგან, უბნებით, სქესით, მრწამსით და სხვა მრავალი ნიშნით ადამიანებს არ ვყოფ და ეს უბრალოდ კონკრეტიკისთვის გამოვიყენე…

***

ჩემი ვერსია – როგორც ჩანს პირობითად “ჟანას მსხვერპლი”, რომელიც უკვე საკმაოდ შელახულია, იგი მეგობარ ბიჭთან ერთად მოძრაობდა და ჩაიარა “ჟანას კვადრატზე”. ამ დროს ერთ-ერთმა ჯიგიტმა და სავარაუდოდ ელენემ რაღაც მიაძახა “მსხვერპლს” და ამის გამო ჟანამ დაუმტკიცა თავისი სიძლიერეც.

ჟანას ხანდახან ისიც ავიწყდება, რომ გოგოა, თან მომწიფების ასაკში და მას შეიძლება მკერდიც კი გამოუჩნდეს თუ მისი დაქალი არ გააფრთხილებს მას – “ჟან, მაიკა აიწიე”. ელენე კი თავს იმხნევებს იმით, რომ ვინც მის ზურგს უკან დედა შეაგინოს, ყველას “დედას მოიხმარს უკლებლივ”. ჟანა ელენესგან განსხვავებით “დასტოინია”, ელენე კი “პოდჟიგატელი”.

ჟანას ენას ვერავინ შეუბრუნებს, ამაში თქვენ დარწმუნდებით ძალიან მალე. ელენეკი “წიხლის ტაკებით” იმუქრება. ბიჭი, რომელიც დაზარალებულ გოგოს ახლდა პეხზე დგას და ხმას არ იღებს, მხოლოდ ბოლოსკენ აშოშმინებს გოგოებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “გოგონები” ბიჭს არაფერს ეუბნებიან. ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფა მხოლოდ ამ ერთადერთ გოგოზე მოდის. საბოლოო ჟამში ჟანა თმით ითრევს როგორც ჩანს თვალნატკენ დაზარალებულს და ასე რომ ვთქვათ “ასფალტზე დაიფენს”, რითაც ეს ვიდეო მთავრდება და ჟანას ბოლო სიტყვის შერჩენით “ნაბიჭვარო!!!”

***

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ აღშფოთებული დავრჩი და არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა ან რა გამეკეთებინა. მასალა განთავსებული იყო myvideo.ge-ზე (ვიდეო უკვე წაშლილია). მნახველი 3000-ზე მეტი ყავდა და მოწონებული აქედან 250 კაცზე მეტი იყო. ვიდეო სავარაუდოდ დღეს დაიდო პირველი კომენტარებიდან გამომდინარე. არ დავკავშირებულვარ ვინც ეს ატვირთა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ამ ორ ადამიანს პასუხი უნდა მოეთხოვოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.

საქართველოს  კონსტიტუცია

მუხლი 15
1. სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.

მუხლი 17
1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.

საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსი

მუხლი 125.

ცემა (28.04.2006. N2937)

1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ,-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

***

აღნიშნული შემთხვევები ხშირია როგორც თინეიჯერ ბიჭებში, ასევე როგორც ჩანს გოგონებშიც. თან ეს არ ხდება სკოლაში ან რომელიმე შეკრებაზე. ეს ხდება გარეთ, სადაც რიგითი მოქალაქე დადის და ამ ყველაფრის მომსწრე შესაძლოა ნებისმიერი თქვენთაგანი გახდეს.

მივმართე თხოვნით Police.ge-ს მისამართზე info@police.ge / police@police.ge

წერილის დანართი: გამარჯობა ბ/ქ-ნო

მე გახლავართ რიგითი მოქალაქე – -.

დღეს სოციალურ ქსელ -ში გავრცელდა ეს ვიდეო http://www.myvideo.ge/?video_id=1247762 (ვიდეო უკვე წაშლილია), სადაც ნათლად ჩანს როგორ იჩაგრება ადამიანი თავისივე სქესის მიმართ. ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ დაპირისპირება ხდება თინეიჯერ გოგონებს შორის. არ აქვს სქესს არსებითი მნიშვნელობა ამჯერად. ფაქტია, რომ ეს არის ადამიანის თავისუფლების შელახვა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე გამოხატულია დისკრიმინაციული მომენტები.
მოგმართავთ თხოვნით როგორც რიგითი მოქალაქე, რომ გაირკვეს ეს სიტუაცია და გამოძიებულ იქნას. შესაბამისად დაისაჯონ გამოძიების შედეგად დამნაშავენი სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებით. ასევე გაშუქებული იქნას ტელეკომპანიების მიერ. ამაზე შემიძლია პირადად ვიზრუნო.

პ.ს.

მზად ვარ წერილის სახით მივმართო შესაბამის ორგანოს/პირს თქვენივე რეკომენდაციით.

პატივისცემით, – –

მობილური.: +(995 93) 710 111 / (995 97) 710 111 / (995 14) 711 100

ქალაქი.: +(995 32) 19 4664

Facebook: http://www.facebook.com/NocHuRa

***

პასუხი ჯერ არსაიდან არ ჩანს…

ჩემმა ერთ-ერთმა Facebook-ელმა მეგობარმა ვიდეოს გადმოწერა მოასწრო და მეილით მომაწოდა. ავტვირთე Youtube.com-ზე. რამოდენიმე საათის შემდეგ  myvideo.ge-ზე და საკუთარ Youtube.com-ის პროფილზე ორივე ლინკი გაუქმებული დამხვდა. ავტვირთე სხვა სერვერზე vimeo.com

იმედია ამ პოსტს გამოეხმაურებიან ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციიდან დაეს ყველაფერი გაშუქდება ტელეკომპანიების მიერ.

მე მოვითხოვ ყველა საქართველოს მოქალაქე დაცული იყოს მსგავსი აგრესიისგან და პასუხისგებაში ყავდეთ ასეთი პირები (სქესს და ასაკს არ აქვს ამჟერად არსებითი მნიშვნელობა).

დამატებითი ინფორმაცია რაც ჟანაზე და ელენეზე გამაჩნია არის ის, რომ ისინი ცხოვრობენ ვარკეთილში და ჟანას სიძე მუშაობს პატრულში (თანამდებობა ჩემთვის უცნობია). ჰყავს და, რომელსაც ასევე ლანა ქვია. ცხოვრობს დასთან და მამინაცვალთან ერთად.

გიტოვებთ არასასიამოვნო ვიდეოს.

ჩემი დდშვც, ნოჩურა ვარ (ბოდიშს გიხდით)