ყოველწლიურ სიმღერის კონკურსს, “ევროვიზია 2012”–ს ამჯერად მასპინძლობს აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

წელს “ევროვიზია 2012” 57–ედ ,  აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება, რადგან გასული წლის გამარჯვებული ამ ქვეყნის წარმომადგენელი იყო. 2011 წლის 14 მაისს გამარჯვებული გახდა Eldar & Nigar (Eldar Gasimov and Nigar Jamal) სიმღერით “Running Scared”.

ნახევარფინალური ტურები 22 და 24 მაისს არის დაგეგმილი, ხოლო კონკურსის ფინალი 26 მაისს შედგება.

საქართველოდან წარდგენილი იქნება ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ანრი ჯოხაძე სიმღერით – “მე ვარ ჯოკერი” (I’m Joker). სწორედ ის წარადგენს საქართველოს საერთაშორიშო ევროვიზიაზე – ბაქოში – Crystal Hall-ში. მომღერალმა საქართველოს შიდაშესარჩევ ფინალზე 9 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა.

და ბოლოს – “ევროვიზია 2012”. 42 წვეყნის მიერ წარდგენილი სიმღერის ვიდეო მიმოხილვა.