გასაოცარი სამყარო მიკროსკოპის ქვეშ

Leave a comment

Originally posted on ჩრდილოეთის ციალი:


თქვენ წინაშე ყოველდღე იშლება სამყაროს ყველაზე უჩვეულო სანახაობები, უბრალოდ ისინი ძალიან პატარა მასშტაბისაა. თუმცა მიკროსკოპის ქვეშ სრულად ჩანს მათი ზოგჯერ ლამაზი, ზოგჯერ კი საშიში მხარეები. ერთი შეხედვით უწყინარი არსებები შეიძლება მონსტრებად მოგეჩვენოთ, სრულიად ჩვეულებრივი საგანი კი საოცრება აღმოჩნდეს. წარმოგიდგენთ ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ გადიდებულ სხვადასხვა ობიექტებს.


 

პეპლის კვერცხები ჟოლოს ბუჩქზე.


ბზარი ფოლადის ნაჭერზე.


სახლის მტვერი.


ნემსი და ძაფი.


ეშერიხია კოლი (ერთგვარი ბაქტერია) სალათის ფოთოლზე.


სამართებლითა (მარცხნივ) და ელექტროსაპარსით მოჭრილი წვერი.


ჩრჩილის ფრთა.


თევზი-ზებრას ემბრიონი, გადიდებულია 500-ჯერ.


ადამიანის კბილის ქსოვილი დემინერალიზაციის შემდგომ.


ზვიგენის კანი (მარცხნივ) და ბუზის ფეხი.


ლეშის ბუზის მატლი.


ქრომისა და ნიკელის შენადნობი.


ტკიპა, გადიდებულია 850-ჯერ.


ვირჯინიული ჭორტანას ყვავილის ფოთოლი.


ქლოროპლასტები მცენარის უჯრედებში.


მარიხუანა.


სოკოს სფეროსებრი სპორები გახვეულია პროტეინ ჰიდროფობინის თხელ ფენებში.


გეკონის ფეხი.


ზღვის ჭია, გადიდებულია 58-ჯერ.


ფოლადი.



გამონაზარდი ზღვის ზღარბის სხეულზე, გადიდებულია 4348-ჯერ


კოღოს მუცელი.


ჭიანჭველა, რომელსაც მიკროჩიპი უჭირავს.


მეხსიერების მიკროჩიპის ზედაპირი.


ადამიანის წამწამი.


ბაქტერიები ადამიანის ენაზე.


ადამიანის სპერმა.

51
ფხრიწები.

51
პეპლის ენა.


კოღოს თავი.


ტილი ადამიანის თმაზე.

View original 46 more words

ძვლები

Leave a comment

Originally posted on პაკ ჩალანიკი:

ჩემი 28 წლის დისტროფიკი გელფრენდი მხოლოდ 28 კილოს იწონიდა.
მისი მიზანი 20 კილომდე ჩამოსვლა იყო.
თვლიდა, რომ ასე უფრო ლამაზი იქნებოდა და მეც უფრო მომეწონებოდა.
არადა რომ სცოდნოდა როგორ ვერ ვიტანდი.
მისთვის ყველაზე საშინელი შეურაცხყოფა იყო, როდესაც ჩხუბისას ძვლების ტომარა ვუწოდე. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა კიდევ რვა კილოს დაკლება, რადგან ჩათვალა, რომ ტომარა მსუქანის სინონიმია.
ამასობაში მე გამასუქა, მასთან 3 თვიანი ურთიერთობის განმავლობაში უგემრიელესი საჭმელებით ვიკვებებოდი.
ჩემს გელფრენდს ძალიან უყვარდა კარგი საჭმელები, მაგრამ ვერ ჭამდა. როგორც კი ერთ ლუკმას გადაყლაპავდა მაშინვე პანიკაში ვარდებოდა, ეწყებოდა კრუნჩხვები და ვიდრე გულს არ აირევდა და ნაჭამს უკან არ ამოიღებდა ვერ წყნარდებოდა. საჭმელზე ალერგია არ ჰქონია, უბრალოდ მის თავის ტვინში ჩაბუდებული კომპლექსიანი ყლექალა მუდმივად ჩასძახოდა, რომ ერთი ლუკმა 0%-იანი ხაჭო აუცილებლად გაასუქებს, ისე, რომ აღარავის მოეწონება.
თვითონაც იცოდა, რომ ეს სისულელეა, მაგრამ რა უნდა ექნა? შინაგან ხმებთან გამკლავება ძალიან უჭირდა.
თავის გურმანულ მისწრაფებებს ჩემზე იკმაყოფილებდა.
მთელი დღე სამზარეულოში იდგა, აკეთებდა საჭმელს, აცხობდა ნამცხვრებს, ხაჭაპურებს, ლობიანებს…

View original 1,509 more words

ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ლეგალიზაცია)

Leave a comment

ნასამართლეობა

ნასამართლეობის შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელშიც აისახება,ინფორმაცია ფიზიკური პირის ნასამართლეობისა და ძებნის შესახებ.

ნასამართლეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ნასამართლეობის შესახებ ცნობის მიღების თაობაზე;
ბ) პირის პირადობის მოწმობის.

ნასამართლეობის შესახებ ცნობა გაიცემა განცხადების შემოტანიდან ხუთი დღის შემდეგ უფასოდ და მოქმედებსმომდევნო თხუთმეტი დღის განმავლობაში.
ნასამართლეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში,დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დაჩქარებული მომსახურებისათვის კანონითდადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

არსებობს დაჩქარებული მომსახურების სამი სახე:
1. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 2 სამუშაო დღის განმავლობაში – 20 ლარი;
2. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 1 სამუშაო დღის განმავლობაში – 40 ლარი;
3. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო საათის განმავლობაში – 80 ლარი.

გამზადებულ დოკუმენტზე ინფორმაციას მიიღებთ სმს-ის სახით იმ ნომერზე, რომელსაც ოპერატორთან მიუთითებთ, ან შეგიძლიათ ასევე გადაამოწმოთ არის თუ არა მზად თქვენი ცნობა ამ ნომერზე: 241 91 91 (ქალაქიდან), 032 241 91 91 (მობილურიდან), 00 995 32 291 41 41 (საზღვარგარეთიდან).

Image

ცნობა ნასამართლეობის შესახებ

პირზე ნასამართლეობის ცნობა შეიძლება გაიცეს მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში მისმა მარწმუნებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის მოწმობის ასლი და მინდობილობა, ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

ნასამართლეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა თუ არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ინფორმაციის გაცემას.

ლეგალიზაცია და აპოსტილი

რას ნიშნავს ლეგალიზაცია და აპოსტილით დოკუმენტის დამოწმება?

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის უტყუარობის (ავთენტურობის) დამოწმებას.

სააგენტო ახორციელებს სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას და ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის თარგმნას.

დოკუმენტი ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას თუ იგი წარდგენილი უნდა იქნას „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ ერთერთ შემდეგ სახელმწიფოში:

ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბაჰამა, ბარბადოსი, ბელგია, ბელიზი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბოტსვანა, ბრუნეი დარუსალამი, ბულგარეთი, კაბო ვერდე, ჩინეთი (ჰონ-კონგი), ჩინეთი (მაკაო), კოლუმბია, კუკის კ-ები, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, დომინიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ელ-სალვადორი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, მაკედონია, გერმანია, გრენადა, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ინდოეთი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, ლატვია, ლესოთო, ლიბერია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კ-ები, მავრიკია, მექსიკა, მონაკო, მონღოლეთი, მონტენეგრო, ნამიბია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნიუე, ნორვეგია, პანამა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სანტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სამოა, სან-მარინო, სან-ტომე და პრინსიპი, სერბია, სეიშელი, სლოვაკია, სლოვენია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, სურინამი, სვაზილანდი, შვედეთი, შვეიცარია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, აშშ, ვანუატუ , ვენესუელა.

თუ დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნას სხვა სახელმწიფოში, რომელიც არ შედის ზემოთ მითითებული სახელმწიფოების ჩამონათვალში, იგი ექვემდებარება ლეგალიზაციას.

დოკუმენტი არ საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას თუ იგი წარდგენილი უნდა იქნას “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრი ერთერთ შემდეგ სახელმწიფოში:

აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, უკრაინა.

ლეგალიზაცია, ცნობა ნასამართლეობის შესახებ ჯდება 63 ლარი, რაც ითვალისწინებს თარგმნას და დამოწმებას. ლეგალიზაცია კეთდება 1 (ერთი) სამუშაო დღეში შსს-ს მომსახურების სააგენტოში. გამზადებული დოკუმენტები გადმოგეცემათ კონვერტით.

ლეგალიზაციის ფოტოები

Image

კონვერტის წინა მხარე

Image

კონვერტის უკანა მხარე

Image

ნასამართლეობის ცნობა ინგლისურად ნათარგმნი

Image

ნასამართლეობის ცნობის ნამდვილობის ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია

Image

ნასამართლეობის ცნობის თარგმნის ნოტარიულად დამოწმების დოკუმენტაცია

 ტექსტური მასალის ძირითადი ნაწილი გამოყენებულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდიდან: http://sagency.ge/index.php?m=2

ინფორმაცია მოწოდებულია 2013 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით.

The French Angel

Leave a comment

Originally posted on Kesha's Blog:


[სამწუხაროდ ვერ მოვიძიე ავტორის სახელი და გვარი, ვინაც დახატა ეს პორტრეტი, თუ ვინმეს გექნებათ ინფორმაცია, მომაწოდეთ და მივუთითებ]

მორის ტილე (Maurice Tillet) (მოგვიანებით მას სხვა მრავალ ზედმეტსახელთან ერთად, ამერიკელებმა ფრანგი აგელოზი შეარქვეს – “the French Angel”) დაიბადა საფრანგეთში დაახლოებით 1903 წელს. მორისი იყო უაღრესად განათლებული ახლგაზრდა კაცი, საუბრობდა 14 სხვადასხვა ენაზე. ბევრმა არ იცის, რომ იგი იყო პოეტი და ისწრაფვოდა მსახიობობისკენ.

თუმცა 20 წლის ასაკიდან მას განუვითარდა იშვიათი დაავადება – აქრომეგალია – რომელიც იწვევს ადამიანის ძვლების არანორმალურ ზრდას, რის შედაგადაც დამახინჯებამ მიიღო სავალალო პროპორციები ( ამ დროს ის უკვე მოჭიდავე გახლდათ და დაავადების გამო მას თანამედროვეები ”ანდრე გიგანტს” ან ”გოლიათ ანდრეს” ეძახდნენ).

მალე მისი ცხოვრება აუტანელი გახდა, ტკივილმა და ტანჯვამ, რომელსაც ის იღებდა ყოველდღე ქუჩაში გასვლისას, მორისი იძულებული გახადა დაეტოვებინა თავის სამშობლო. იგი ამერიკაში აგადაბრგდა, სადაც საჭიდაო წრეებში მას მალევე შეარქვეს ”რინგის შიშისმომგვრელი კაციჭამია” (”The Freak Ogre of the Ring”).

მას სურდა, მიეღწია ჭიდაობის მწვერვალისათვის და 1944 წლის 1 აგვისტოს…

View original 157 more words

ვისაც ფსიქიკა ვერ აქვს წესრიგში, სურათის ნახვა სახიფათოა!

Leave a comment

Originally posted on ბურუსი - BURUSI:

Bill Stoneham, ბილ სტონჰამი

სურათი დახატა ბილ სტონჰანმა (Bill Stoneham). სკანდალი ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ დაიწყო. ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები სურათის ნახვის შემდეგ ცუდად ხდებოდნენ,კარგავდნენ გონებას იწყებდნენ ტირილს და ა.შ
ყველაფერი 1972 წელს დაიწყო, როცა ბილ სტონჰანმა ძველი ფოტოსურათიდან დახატა სურათი. ფოტო, სადაც იგი 5 წლის ასაკში იყო გადაღებული, შემთხვევით იპოვა ჩიკაგოში, სახლში სადაც მან ბავშვობა გაატარა.

ბილ სტონჰამი

მან სურათი პირველად ჟურნალ ლოს ანჟელეს ტაიმის მფლობელს და ხელოვნებათმცოდნეს ანახა, რომელიც სურათის ნახვის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. შესაძლოა ეს მხოლოდ უბრალო დამთხვევა, ან შემთხვევითობა იყო. შემდეგ სურათი შეიძინა მსახიობმა ჯონ მარლიმ (გარდაიცვალა 1984 წელს). სურათი შემთხვევით იპოვეს ნაგავსაყრელში. მპოვნელმა სურათი სახლში წაიღო და პირველსავე ღამეს 4 წლის პატარა გოგონა საშინელი ტირილით გამოვარდა საძინებელი ოთახიდან და ამტკიცებდა რომ სურათზე გამოსახული ბავშვები ერთმანეთში ჩხუბობდნენ. იგივე განმეორდა მეორე ღამითაც, ოღონდ ეხლა ბავშვი ამბობდა რომ გოგო და ბიჭი კარების უკან იყვნენ დამალულები. ამის შემდეგ ოჯახის უფროსმა ვიდეოკამერა დააყენა, რომელიც მხოლოდ მოძრაობაზე რეაგირებდა, ვიდეოკამერა რამოდენიმეჯერ ამუშავდა.
ოჯახმა სურათის თავიდან მოშორება გადაწყვიტა და სურათი გასაყიდად…

View original 343 more words

1 მაისის აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა [PHOTO/VIDEO]

Leave a comment

მშრომელთა დღე – მაისი აღნიშნავს მშრომელთა ისტორიულ ბრძოლას მთელ მსოფლიოში. ეს დღე დაარსდა 8-საათიანი სამუშაო დღისთვის ბრძოლის დროს. 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნის მოძრაობა სწრაფად იზრდებოდა, რადგან მუშებს აიძულებდნენ დღეში 10, 12 და 14 საათი ემუშავათ. 1986 წლის მაისის პირველი დღეებში აღინიშნა გაფიცვები და დემონსტრაციები აშშ-ს მასშტაბით. ჩიკაგოში, მაგალითად, დაახლეობით 900000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოსვლებში. 1 მაისის აღნიშვნა სწრაფად გახდა ყოველწლიური მოვლენა. მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ქვეყნები აღნიშნავდნენ 1 მაისს. პირველად მისი აღნიშვნა მოხდა რუსეთში, ბრაზილიაში და ირლანდიაში 1891 წელს.

რა მოხდა 2013 წლის 1 მაისს საქართველოში, კერძოდ თბილიში.

სტუდენტური მოძრაობა “ლაბორატორია 1918″-ის მიერ გამართული მანიფესტაცია, რუსთაველის გამზირზე პატრულთან შეტაკებით დასრულდა. დაკავებულია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები.

“რო­გორც თვით­მხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, და­პი­რის­პი­რე­ბა ზე­მე­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­იწ­ყო, რო­დე­საც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გზის გა­და­კეტ­ვას ცდი­ლობ­დნენ. რო­გორც თვით­მხილ­ვე­ლი მა­რი ნი­კუ­რა­ძე აც­ხა­დებს ტა­ბუ­ლას­თან სა­უ­ბარ­ში, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ვან­და­ლებს უწო­დებ­დნენ და ფი­ზი­კუ­რა­დაც გა­უს­წორ­დნენ. ასე­ვე და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი.

ამ­ჟა­მად აქ­ცი­ის და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი. მა­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სამ­გო­რის პო­ლი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და თა­ვა­დაც იქ აპი­რე­ბენ გა­დას­ვლას. რო­გორც მათ ტა­ბუ­ლას გა­ნუც­ხა­დეს, გზა მხო­ლოდ ნა­ხევ­რად ჰქონ­დათ გა­და­კე­ტი­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნად მი­დი­ოდ­ნენ, ხო­ლო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა მას შემ­დეგ და­იწ­ყეს, რაც პო­ლი­ცი­ამ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­კა­ვე­ბა და­იწ­ყო” – ტაბულა გთავაზობთ აქციის ფოტო და ვიდეო კადრებს.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

დაკავებულია ლიბერალის ჟურნალისტი, ანი ჭანკოტაძე. ანიმ უთხრა პოლიციელებს, რომ ჟურნალისტი იყო, მაგრამ მაინც დაიჭირეს.

15 წუთის წინ რუსთაველზე გამზირზე  დემონსტრანტები პოლიციამ დააკავა. აქციის მონაწილეები ქუჩის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. პატრულის თანამშრომლებსა და  აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიციელები შეურაცხყოფას აყენებდნენ დემონსტრანტებს. დაკავებულია 1 მაისის აქციის ყველა ორგანიზატორი – “ლაბორატორია 1918-ის” წევრები, ლევან ასაბიშვილი, მათე გაბიცინაშვილი, სანდრო ცაგარელი და სხვები.” – ლიბერალი

“რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სტუდენტური გაერთიანება “ლაბორატორია 1918″-ის რამდენიმე წევრი დააკავეს.
სტუდენტების აყვანის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
მომხდარის შესახებ სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ინფორმაციით, “ლაბორატორია 1918″-ის რამდენიმე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ აქციის გამართვის დროს, მაშინ აიყვანეს, როცა სტუდენტებმა გზა გადაკეტეს და სამართალდამცველებს მისი გახსნის საშუალება არ მისცეს.
სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლები აქციას მშრომელთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით მართავდნენ.” – interpressnews

ცხოველთა ევოლუციის უცნაური შემთხვევები

Leave a comment

Originally posted on ჩრდილოეთის ციალი:


ევოლუციური ადაპტაცია გამოიხატება გარკვეული ნიშან-თვისებებისა და შტრიხების ჩამოყალიბებაში, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი შესაბამის საარსებო გარემოს ეგუება და სიცოცხლის შენარჩუნებასა და შთამომავლობის დატოვებას ახერხებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს პროცესი უცნაურად მიმდინარეობს და სახეობის შიგნით არსებული ჯგუფები დანარჩენებისგან მკვეთრად განსხვავებულ თვისებებს იძენენ, ზოგჯერ კი ორი შორეული სახეობა ერთმანეთს ემსგავსება.


 


● მკვლელი მთის თუთიყუში.
თუთიყუშები ცნობილი არიან, როგორც ფერადი, მეგობრულად განწყობილი ტროპიკული ჩიტები, რომლებსაც უყვართ ხილი და მარცვლეული. მრავალ ადამიანს ჰყავს სახლში თუთიყუში და გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ისინი მეკობრეების განუყრელი თანამგზავრები იყვნენ. თუმცა რაც შეეხება ახალ ზელანდიურ მთის თუთიყუშს კეას, ამ საკითხში გამონაკლისია. მისი წონა საშუალოდ 1 კგ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე კი 1 მეტრს აჭარბებს. კეა ხორცისმჭამელი თუთიყუშია და ნადირობს პატარა ფრინველებსა და ძუძუმწოვრებზე, რიგ შემთხვევებში – ცხვრებზე. დაფიქსირებულია, როგორ აგლეჯს ხოლმე კეა ცხვარს ქსოვილებს და ხარბად აცხრება ქონსა და ხორცს, რაც უმეტესწილად მსხვერპლის სიკვდილით სრულდება. კეას ასევე შეუძლია მანქანის განათების წყობიდან გამოყვანა და ფანჯრის ჩამსხვრევა. მთაში მობინადრე კეა უხეშმა გარემომ ყველაზე…

View original 685 more words

Older Entries

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 4,832 other followers