Data

მონაცემთა გადაცემის სერვისი (DATA) საშუალებას გაძლევთ გააგზავნოთ მონაცემები და ელექტრონული წერილი, და ასევე ისარგებლოთ ინტერნეტით.

მონაცემთა გადაცემისა და მიღების სიჩქარეა 9.6 კბ/წმ.

მონაცემთა გადაცემის მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა:

  • შესაბამისი მობილური ტელეფონი ფაქსისა და მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობით;
  • პერსონალური კომპიუტერი;
  • სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერის კაბელი ან ინფრაწითელი პორტი;
  • ფაქსისა და მონაცემთა გადაცემის ნომერი თქვენს SIM ბარათზე;
  • დაამყარეთ კავშირი თქვენს კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონს შორის, შემდეგ დაუკავშირდით ადრესატს მონაცემთა გადაცემის ნომერზე და გაუგზავნეთ ინფორმაცია სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით;

მონაცემთა მიღება შეგიძლიათ თქვენი მონაცემთა გადაცემის ნომერზე.

ინტერნეტში შესასვლელად გამოიყენეთ შემდეგი ტექნიკური მონაცემები:

  • Dial-up Number: 7000 (ამ შემთხვევაში თქვენ სარგებლობთ დაბალი ფასით)
  • DNS Server: 212.72.130.20
  • Username: თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი
  • Password: გრაფა შეუვსებელი დატოვეთ
  • Dial-up number: თქვენი ინტერნეტ-პროვაიდერის
  • DNS  სერვერი: თქვენი ინტერნეტ-პროვაიდერის
  • Username: თქვენი ინტერნეტ-პროვაიდერის მიერ მოწოდებული
  • Password: თქვენი ინტერნეტ-პროვაიდერის მიერ მოწოდებული

გაითვალისწინეთ, რომ ტელეფონის ყველა მოდელს აქვს მონაცემთა გადაცემის საკუთარი წესები.

მონაცემთა გადაცემის სერვისის გასააქტიურებლად მიაკითხეთ ჯეოსელის მომსახურების ოფისებს.

 

1 Comment (+add yours?)

  1. giorgi
    Jul 09, 2013 @ 17:11:14

    კარგი პოსტია. 🙂

    რომელი პროგრამა გამოვიყენო კომპიუტერში ფაქსის გასაგზავნათ?

    Reply

Leave a comment