ნუ პრინციპში დათვია

13 იანვარს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის ზოოპარკში დათვი დაკლეს და შეჭამეს.  (გორის ზოოპარკი შედგებოდა, სავარაუდოდ 2 ხვადი დათვისა და 1 არწივისგან).

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურმა როგორც ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ერთ–ერთი დათვი ახალი წლის წინა დღეებში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა დაკლეს და შეჭამეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ორივე დათვი მამრი იყო და ერთმანეთს ჯერ დედა აგინეს და მერე სულ თავ–ყბა დაალეწეს ერთმანეთს (“უსექსობა პატარა ქალაქში” – ლალი მოროშკინა).

პრაქტიკულად არწივია

ჩვენ შევეცადეთ მომხდარ ფაქტზე ორიოდე კითხვა დაგვესვა ზოოპარკში ეულად დარჩენილი არწივისთვის, მაგრამ ამაოდ. იგი დუმდა მანამ, სანამ “უგემოვნო ფრინველი” არ ვუწოდეთ. გისოსებიდან აგრესიას ვერ მალავდა განრისხებული ფრინველი. აღიარებდა რა, რომ მან მოკლდა ერთ–ერთი დათვი თავისი ბლაგვი კლანჭით და მადლობა თქვას მეორემ რომ არ მივაყოლეო (ნუ მეორეს გაუმართლა, დროულად გადაიყვანეს ახალციხის ზოოპარკში, სადაც მას ორი ტახი და ერთი მინდვრის თაგვი ელოდა).

ბოლო ინფორმაციით, დეპრესიაში ჩავარდნილი არწივი რჩება გორის ე.წ. “ახალბაღის” ზოოპარკში და იმედოვნებს, რომ 30 000 ლარი, რაც მუნიციპალიტეტმა გამოყო ზოოპარკის ასაშენებლად, ნავთად ექცევათ ყველას, ვინც ეს ფული “შეიტყაპუნა” და ერთი ცალი “ფაფუკი” გველისთვის ვერ გაიმეტეს, რომ ასეთი მისალათებული არ მომეცა თქვენთვის ინ(წ)ერვიუ…

ამჯერად, გორის ზოოპარკში არწივია შემორჩენილი და, როგორც დამთვალიერებლები ამჩნევენ, დიდი დღე არ უწერია.

წყარო ანკარა: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი (ორიგინალი)