წინასწარ ბოდიშს გიხდით გლდანელებს და პოსტში გამოყენებული ჟარგონებისთვის.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ვიდეო სახელად “გლდანელი გოგოები” – რატომღაც იუმორთან დავუკავშირე, თუმცაღა რადიკალურად განსხვავებული სიუჟეტი დამხვდა.
მოკლედ მოგახსენებთ სიუჟეტის “დედა” აზრს, რომელიც სულ რაღაც 1 წუთი და 42 წამს შეადგენს, მაგრამ არამგონია ვინმეს დადებითი ემოციები შესძინოს როდესაც მოკლემეტრაჟიან “ბოევიკს” იხილავს.
ვიდეოს გადამღები, ე.წ. ელენე – “კაი, მისაღები მიიღო, მორჩა წავედით”. სიუჟეტის მთავარი გმირი ჟანა “აჩუმებს” ოპერატორს და თავის მსხვერპლს აკვირდება, უცდის შესაბამის მომენტს რათა ეძგეროს და კიდევ “დაუმატოს”. მინდა გლდანელებს ვახარო, რომ ეგ ორი ნაზი არსება, რომელსაც ბიოლოგიურად მდედრებს და ჩვენ ენაზე “გოგონებს” ვუწოდებთ, არ ჩამოუვარდებიან იმ “ბეზ პრეძელ ბიჭუნებს”, რომლებიც პერიოდულად გვევლინებიან ჩვენს “დემოკრატიულ სახელმწიფოში”. ჩვენი ორი მასკულანი ჯიგიტი სუსტი სქესის ია-ენძელა ვარკეთილიდან გახლავთ და ისინი არა ერთ ასეთ სიტუაციაში არიან შემჩნეულნი. (ჟანა განსაკუთრებით). მინდა აქვე მოგიხადოთ ბოდიში ყველა გლდანელს, რადგან, უბნებით, სქესით, მრწამსით და სხვა მრავალი ნიშნით ადამიანებს არ ვყოფ და ეს უბრალოდ კონკრეტიკისთვის გამოვიყენე…
***
ჩემი ვერსია – როგორც ჩანს პირობითად “ჟანას მსხვერპლი”, რომელიც უკვე საკმაოდ შელახულია, იგი მეგობარ ბიჭთან ერთად მოძრაობდა და ჩაიარა “ჟანას კვადრატზე”. ამ დროს ერთ-ერთმა ჯიგიტმა და სავარაუდოდ ელენემ რაღაც მიაძახა “მსხვერპლს” და ამის გამო ჟანამ დაუმტკიცა თავისი სიძლიერეც.
ჟანას ხანდახან ისიც ავიწყდება, რომ გოგოა, თან მომწიფების ასაკში და მას შეიძლება მკერდიც კი გამოუჩნდეს თუ მისი დაქალი არ გააფრთხილებს მას – “ჟან, მაიკა აიწიე”. ელენე კი თავს იმხნევებს იმით, რომ ვინც მის ზურგს უკან დედა შეაგინოს, ყველას “დედას მოიხმარს უკლებლივ”. ჟანა ელენესგან განსხვავებით “დასტოინია”, ელენე კი “პოდჟიგატელი”.
ჟანას ენას ვერავინ შეუბრუნებს, ამაში თქვენ დარწმუნდებით ძალიან მალე. ელენეკი “წიხლის ტაკებით” იმუქრება. ბიჭი, რომელიც დაზარალებულ გოგოს ახლდა პეხზე დგას და ხმას არ იღებს, მხოლოდ ბოლოსკენ აშოშმინებს გოგოებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “გოგონები” ბიჭს არაფერს ეუბნებიან. ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფა მხოლოდ ამ ერთადერთ გოგოზე მოდის. საბოლოო ჟამში ჟანა თმით ითრევს როგორც ჩანს თვალნატკენ დაზარალებულს და ასე რომ ვთქვათ “ასფალტზე დაიფენს”, რითაც ეს ვიდეო მთავრდება და ჟანას ბოლო სიტყვის შერჩენით “ნაბიჭვარო!!!”
***
ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ აღშფოთებული დავრჩი და არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა ან რა გამეკეთებინა. მასალა განთავსებული იყო myvideo.ge-ზე (ვიდეო უკვე წაშლილია). მნახველი 3000-ზე მეტი ყავდა და მოწონებული აქედან 250 კაცზე მეტი იყო. ვიდეო სავარაუდოდ დღეს დაიდო პირველი კომენტარებიდან გამომდინარე. არ დავკავშირებულვარ ვინც ეს ატვირთა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ამ ორ ადამიანს პასუხი უნდა მოეთხოვოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.
საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 15
1. სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
მუხლი 17
1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსი
მუხლი 125.
ცემა (28.04.2006. N2937)
1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ,-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.
***
აღნიშნული შემთხვევები ხშირია როგორც თინეიჯერ ბიჭებში, ასევე როგორც ჩანს გოგონებშიც. თან ეს არ ხდება სკოლაში ან რომელიმე შეკრებაზე. ეს ხდება გარეთ, სადაც რიგითი მოქალაქე დადის და ამ ყველაფრის მომსწრე შესაძლოა ნებისმიერი თქვენთაგანი გახდეს.
მივმართე თხოვნით Police.ge-ს მისამართზე info@police.ge / police@police.ge
წერილის დანართი: გამარჯობა ბ/ქ-ნო
მე გახლავართ რიგითი მოქალაქე – -.
დღეს სოციალურ ქსელ -ში გავრცელდა ეს ვიდეო http://www.myvideo.ge/?video_id=1247762 (ვიდეო უკვე წაშლილია), სადაც ნათლად ჩანს როგორ იჩაგრება ადამიანი თავისივე სქესის მიმართ. ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ დაპირისპირება ხდება თინეიჯერ გოგონებს შორის. არ აქვს სქესს არსებითი მნიშვნელობა ამჯერად. ფაქტია, რომ ეს არის ადამიანის თავისუფლების შელახვა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე გამოხატულია დისკრიმინაციული მომენტები.
მოგმართავთ თხოვნით როგორც რიგითი მოქალაქე, რომ გაირკვეს ეს სიტუაცია და გამოძიებულ იქნას. შესაბამისად დაისაჯონ გამოძიების შედეგად დამნაშავენი სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებით. ასევე გაშუქებული იქნას ტელეკომპანიების მიერ. ამაზე შემიძლია პირადად ვიზრუნო.
პ.ს.
მზად ვარ წერილის სახით მივმართო შესაბამის ორგანოს/პირს თქვენივე რეკომენდაციით.
პატივისცემით, – –
მობილური.: +(995 93) 710 111 / (995 97) 710 111 / (995 14) 711 100
ქალაქი.: +(995 32) 19 4664
Facebook: http://www.facebook.com/NocHuRa
***
პასუხი ჯერ არსაიდან არ ჩანს…
ჩემმა ერთ-ერთმა Facebook-ელმა მეგობარმა ვიდეოს გადმოწერა მოასწრო და მეილით მომაწოდა. ავტვირთე Youtube.com-ზე. რამოდენიმე საათის შემდეგ myvideo.ge-ზე და საკუთარ Youtube.com-ის პროფილზე ორივე ლინკი გაუქმებული დამხვდა. ავტვირთე სხვა სერვერზე vimeo.com
იმედია ამ პოსტს გამოეხმაურებიან ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციიდან დაეს ყველაფერი გაშუქდება ტელეკომპანიების მიერ.
მე მოვითხოვ ყველა საქართველოს მოქალაქე დაცული იყოს მსგავსი აგრესიისგან და პასუხისგებაში ყავდეთ ასეთი პირები (სქესს და ასაკს არ აქვს ამჟერად არსებითი მნიშვნელობა).
დამატებითი ინფორმაცია რაც ჟანაზე და ელენეზე გამაჩნია არის ის, რომ ისინი ცხოვრობენ ვარკეთილში და ჟანას სიძე მუშაობს პატრულში (თანამდებობა ჩემთვის უცნობია). ჰყავს და, რომელსაც ასევე ლანა ქვია. ცხოვრობს დასთან და მამინაცვალთან ერთად.
გიტოვებთ არასასიამოვნო ვიდეოს.
ჩემი დდშვც, ნოჩურა ვარ (ბოდიშს გიხდით)
temuchin
Mar 15, 2011 @ 02:19:50
ფუ ბლიად :@ ნერვები მომეშალა 😐
ფეხებით უნდა ჩამოკიდო და სახეში წიხლები ურტყა ამ სირს :@
პ.ს რახან კანონმდებლობა ამის ნებას არ გვაძლევს რიგით მოქალაქეებს მოვითხოვ კანონით დაისაჯოს!!!!!!!!
Kate_AlukaЯD
Mar 15, 2011 @ 02:31:37
მე დავითრგუნე
ის ბიჭი შემეცოდა კიდევ … და ვაბშე ყველა …
robert kavtiashvili
Mar 15, 2011 @ 02:35:03
ჩემო ნოჩურა, მთელი სულისკვეთებით შენთან ვარ და ვიზიარებ ამ ყოველივეს.
ღრმა პატივისცემით
რობერტ კავთიაშვილი.
wissner
Mar 15, 2011 @ 02:41:15
შენ რა ნასეტკა ხარ? 😀
NocHuRa SeBisKKo
Mar 15, 2011 @ 04:30:22
“ნასეტკა” რომ ვიყო ჟენჟემოგევლე ჩემ საკონტაფქტო ინფოს კი არ დავდებდი აქ 🙂
Dissolved Girl
Mar 15, 2011 @ 02:42:44
საიდან მოდის ასეთი ხე ხალხი 😐 საწყალი გოგო 😦
lobzhanidze
Mar 15, 2011 @ 03:00:06
კარგია რომ რეაგირება მოახდინე.
le libertin
Mar 15, 2011 @ 03:22:12
ჰოი საოცრებავ…. :)))
arnoldpiscel
Mar 15, 2011 @ 03:36:12
screen vqeni ,1,000 + mowonebuli iyo.fb like. rogor an rato?
Ike
Mar 15, 2011 @ 05:07:11
ანუ ეს ჟანა ცნობილი მოძალადე, დამრტყმელი და ვიდეოს ნეტში გამომდებია?
იმედია მოუწევს უბნის ინსპექტორთან გასაუბრება და რამე სასჯელსაც მიიღებს – შრომა საზოგადოების და/ან დაზარალებულის ოჯახის სასარგებლოდ პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. სხვა დროს ორჯერ იფიქრებს მსგავსი რამის ჩადენამდე.
dreamar
Mar 15, 2011 @ 05:28:27
რა გულისამრევია 😐 იმ ორ გოგოს ნამდვილად უნდ ამოეთხოვოს პასუხი 😐
დღეს კიდევ ერთ მსგავს ვიდეოს ვუყურე, ოღონდ ამ შემთხვევაში იმ ბიჭების საქციელით აღვშფოთდი, ვინც ვიდეოს იღებდა და აქეზებდა გოგოებს ჩხუბისთვის http://www.myvideo.ge/?video_id=356285+
giorga
Mar 15, 2011 @ 13:25:33
es aris problema, ogond seriozuli problema, romelsa mixedva unda, tore male Tbilisuri Ghetto-ebi gveqneba mosavleli
nene
Mar 15, 2011 @ 13:29:15
ნოჩურ, ძალიან კარგი ქენი რომ ეს ყველაფერი ასე კარგად ჩამოაყალიბე. მეც გიერთდები და შენთან ერთდ მოვითხოვ ეს გოგოები დაისაჯონ, რომ სხვა დროს მსგავსი რამის ჩადენა ფიქრადაც არ გაუვლონ.
sofia
Mar 15, 2011 @ 14:55:58
არა,რაგაც შედეგი რა თქმა უნდა კანონით გათვალისწინებული აუცილებლად უნდა მოყვეს თუ არადა უნდა ვაიძულოთ,რომ შეამჩნიონ ეს მეტად “საამაყო” ფაქტი და შესაბამისად იმოქმედონ,რომ კარგი მაგალითი იყოს სხვა მზგავსი სურვილებით გატაცებულებისთვის!
Nika
Mar 15, 2011 @ 16:39:40
“წინასწარ ბოდიშს გიხდით გლდანელებს და პოსტში გამოყენებული ჟარგონებისთვის” ჟარგონების გამოყენებისთვის ბოდიში მარტო გლდანელებს არ უნდა მოუხადო. რაც შეეხება ვიდეოს, სირცხვილია და არ უნდა ვიყოთ ამ ყველაფრისდამი გულგრილნი.
NocHuRa SeBisKKo
Mar 15, 2011 @ 16:42:04
მე მხოლოდ გლდანელებისთვის არ მომიხდია ბოდიში. მე კერძოდ სიტყვა “გლდანელებზე” მოვიხადე ბოდიში და რას შეეხება ჟარგონებს, თუ ვერ მიხვდით, მაშინ კვლავ (ყველას) ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ…
ანა
Mar 15, 2011 @ 18:06:14
საშინელებაა, საზიზღრობა !
მეც გოგო ვარ და ვინმემ რამე რომ მომაძახოს ქუჩაში, მირჩევნია შევარჩინო და პასუხი არ გავცე, ვიდრე ბაზრის ქალივით ვიჩხუბო.
ფუ ქაჯები !
sesilia
Mar 15, 2011 @ 20:10:18
absoliturad getanxmebi nochur.aucileblad unda daisajon da pasuxi agon egret wodebulma “magarma gogoebma”,ratom ar aqcevs policia eset videoebs yuradgebas ar mesmis,mitumetes rom saxeebi chans. ise es bichi martlaa sacemi rom idga idiotivit da uyurebda
teo
Mar 15, 2011 @ 21:57:41
uimee 😀 iss bichi ra debilivit uyurebda :D:D
da ise eg glanshii araaa : ))) :D:D
NocHuRa SeBisKKo
Mar 15, 2011 @ 21:58:41
თეო, კი ვიცით რომ გლდანში არ არის 🙂
DreaMar
Mar 16, 2011 @ 04:47:42
es gogoebi iqit iyvnen da ar ginda es shavi foni shecvalo? dametxara tvalebi 😐
siyvarulovna
Mar 16, 2011 @ 19:43:14
ამ მთელ ვიდეოში და ძალადობაში მაინც ის ბიჭი მირევს გულს:&
Mari
Mar 16, 2011 @ 21:47:16
+1
alluballi
Mar 16, 2011 @ 20:35:26
au ra soflelebi arian gmertooo da is bichiiiiii puuuuuuuuf gulisamreviia gmertooo …. gogoebis garda yvelaferi arian … amazrzenebiiiiiii
akunkula
Mar 16, 2011 @ 21:14:10
პოსტი მომეწონა, ვიდეოზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა
მერე კიდევ იტყვის ვინმე, ჩვენი საზოგადოება კარგ მდგომარეობაშიაო
მე მგონი “იმედმა” შეგვილამაზა მდგომარეობა ამ მხრივ და უფრო უარეს დღეში ვართ 🙂
ennepress
Mar 16, 2011 @ 21:48:29
ფუ, გული მერევა
+1 მხარდაჭერა ჩემგან შენ 😐