15 მარტს ფეისბუქის ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელი myvideo.ge-ზე იყო განთავსებული შემძრა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მოკლედ რომ არ გავაგრძელო წინა პოსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ – “გლდანელი გოგოები” – სარეაბილიტაციო თაობა. ვიდეოში ნათლად ჩანს როგორ უსწორდება სახელად ვარკეთილელი “მჩაგვრელი ჟანა” თავის უბნელ გოგონას რაღაც უბრალო მიზეზების გამო.
ელ-ფოსტა გადავუგზავნე Police.ge-ს. სამწუხაროდ წერილი უკან დამიბრუნდა, ანუ ადრესატამდე ვერ მიაღწია. (წერილი შეგიძლიათ იხილოთ წინა პოსტში). ამის შემდეგ გადავუგზავნე ერთდროულად ჩემს მიერ დაწერილი პოსტის ლინკი ორ ტელეკომპანიას როგორც რუსთავი 2-ს, ასევე იმედს. დღეს კი დაეთმო მოკლე რეპორტაჟი ამ საკითხს საინფორმაციო გადაცემა კურიერსა და ქრონიკაში, სადაც მიმოიხილეს თინეიჯერებში ასეთი ხშირი შეკამათება და ფიზიკური შეურაცხმყოფელი მომენტები. არაფერი არ თქმულა კონკრეტულ ვიდეოზე, გარდა იმისა რომ – ჟანამ გოგონა თმით ითრია.
მთავარია ჟურნალისტებს მიეცათ საქმე და მასალა რათა რეპორტაჯი გაეკეთებინათ არსებულ სიტუაციაზე. ზიან სოციალურ ქსელში და დაგეშებულები არიან ოღონდ სენსაციური მასალა მოიპოვონ.
ვწუხვარ, რომ ასეთ თემაზე მომიწია პოსტის დაწერა. ვწუხვარ იმაზეც, რომ შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია ამას. ვწუხვარ იმაზე, რომ ბატონი დიმიტრი შაშკინისთვის ასეთი ფაქტების არსებობამ გადააწყვეტინა მანდატურების შეყვანა სკოლებში. ბატონო დიმიტრი მინდა გითხრათ რომ, თქვენს მიერ “შეყვანილი მანდატურები” ასეთ ბავშვებს უბნებში არ აკონტროლებენ. არც ის არის ლამაზი, რომ ასეთ სიუჟეტებით იწერთ ქულებს, რადგან არაფერ კავშირშია მანდატური ჟანასთან, მითუმეტეს, რომ იგი უკვე დიდი ხანია სკოლიდან გარიცხულია.
მე მრცხვენია თქვენი ჟურნალისტებო ვინც ეს სიუჟეტი მოამზადა ნაჩქარევად, გადაუმოწმებლად, მწირი ინფორმაციის საფუძველზე და არა პროფესიონალურად. ვწუხვარ, რომ საქართველოს დემოკრატიულ ქვეყანას უწოდებენ და ამ დროს ამბობენ რომ – “ჟანას ადგილსამყოფელი ამ დროსთვის უცნობია”. ვწუხვარ, რომ არ იძიებთ სიტუაციას დეტალურად და იმ ვიდეოში მყოფი 4 პიროვნებიდან არავინ არ დაიკითხა პირადად. დავიჯერო ვინმემ გთხოვათ რომ “ლაითად” გაგეშუქებინათ ეს ამბავი იმის გამო, რომ ჟანას სიძე პატრულში მუშაობს? დავიჯერო, რომ თქვენ ვერ შეძელით ჟანამ მოძებნა ან იქ მყოფ სხვა პირებთან გასაუბრება? დავიჯერო, რომ თქვენი და, ნათესავი გოგონა, თქვენი ტინეიჯერი ქალიშვილი დაცულია ასეთი სიტუაციისგან? დავიჯერო, რომ რუსთავი 2 ან იმედი წამყვანი ტელეკომპანიაა მთელს საქართველოში?
გიპასუხებთ პირდაპირ და კონკრეტულად: – არა! თქვენ არაპროფესიონალები ხართ. თქვენ როგორც “ჟურნალისტი”, რომელიც სხვა მოქალაქეს უსვამთ ამ საკითხზე კითხვას. იქნებ თქვენივე რეპორტაჟიდან უფრო სხვა რამის დანახვა გვინდოდა. მარტივია სხვაზე ხელის შეწმენდა. თქვენ მხოლოდ იმისი გამოძიება შეგიძლიათ და გსიამოვნებთ, ვინ ვისი საყვარელია, ვინ სად მოკლეს ან გარდაიცვალა, ამბობთ ხმამაღლა გარდაცვლილის სახელს და გვარს ისე, რომ არც კი უფიქრდებით რომ შესაძლოა ამ გარდაცვლილს მისი სხვა ოჯახის წევრი ან ნათესავი დააკვდეს ნერვიულობით. არ უფიქრდებით იმას, რომ შესაძლოა ამ სახელის, ასაკის და მამის სახელით სხვა ადამიანიც არსებობდეს და სხვა ოჯახიც გადაყვეს ამას. თქვენ ხომ სხვების სექსუალური ორიენთაციის “გამოჭენებაც” გიხარიათ და სამოვნებას გგვრით, ამ დროს კი შეიძლება თქვენი და ან ძმა იყოს განსხვავებული ორიენტაციის, რომელსაც არ იმჩნევთ ან უბრალოდ არ იჯერებთ…
***
მოკლე შეფასება: – “სირცხვილია, როდესაც დაჩქარებული რეპორტაჟის გამო წამყვანი ტელეკომპანია, კერძოდ რუსთავი 2 ამბობს, რომ ვინმე “მჩაგრავი ჟანას” ადგილსამყოფელი უცნობიაო (ტერორისტებს პოულობენ)…
სირცხვილია, უხარისხო მასალის გაშუქება. სირცხვილია ამსახველ ფაქტზე ნაწილობრივი რეაგირება. სირცხვილია, რომ ვიღაცის უბედურებაზე შაშკინი მანდატურების შეყვანით ქულებს და სამწუხაროა რომ არ ვმუშაობ ომბუცმენის აპარატში წამყვან პოზიციაზე ან ჟურნალისტად”…
პ.ს.
მე როგორც რიგითი მოქალაქე კვლავაც მოვითხოვ გამოძიებული იქნეს ეს ფაქტი. დაისაჯონ, როგორც ჟანა, ასევე ამ ვიდეოს გადამღები მისი მეგობარიც სსკ-ის გათვალისწინებით. მოვითხოვ დაწვრილებით გააშუქონ ტელეკომპანიებმა მომხდარი ფაქტი. ვგმობ როგორც საქართველოს მოქალაქე ჩემ სახელმწიფოში მსგავს ქმედებებს.
ვაი თქვენ ვაი-ჟურნალისტებო.
პატივისცემით, დღეს თქვენთვის “ნოჩურა-ჟანა დამრტყმელ-მფატრავ- პირველი-ვარკეთილელი”
nanakhergiani
Mar 17, 2011 @ 01:54:29
yvelaferi tqvi rasac vfiqrobdi. es alqaji jana aucileblad unda daisajos, samagalito unda gaxdes misi tanatolebistvis rom aseti qceva kanonit isjeba(ikrdzaleba). tan yvelaze sashineleba is aris rom tu procesi dasjit ar dasruldeba (an raime msgavsit) es faqti mxolod maprovocirebel gavlenas iqoniebs tineijerebze, rom sheudliat ase moqceva, es chveulebrivia da aravin amis gamo pasuxs ar motxovt mat.
tumca aqve agvnishnavs, rom dzalian mnishvnelovania imaze fiqri tu ratom midian bavshvebi aset donemde, mizezebia gamosarkvevi da shemdeg met-naklebad shedzlebisdagvarad agmosafxvreli.
Rac sheexeba ganatlebisa da mecnerebis ministris gamosvlas am sakitxtan mimartbashi;sasacilod momechvena cota 😀 is gamaxsenda “wyalwayebuli xavss echidebodao ” 😀
dreamar
Mar 17, 2011 @ 03:27:38
არ მინახავს სიუჟეტი. ხომ არ იცი რომელმა ჟურნალისტმა იმუშავა ამ თემაზე?
civiseli
Mar 17, 2011 @ 07:58:12
მიმაქვს ფბ-ზე
keti
Mar 17, 2011 @ 10:23:53
გეთანხმები, ამას რაღა დავამატო…
ერთი რამ მინდა ვთქვა კიდევ: საინტერესო ფენომენია: როცა ვარკეთილელები დებენ ვიდეოს და მეორე გარეუბნელებად მოიხსენიებენ მონაწილეებს.. ეს საკითხი რა თქმა უნდა მწვავე არ არის, რაც პოსტში წერია, იმასთან შედარებით, მაგრამ მინდოდა აღმენიშნა.